პამელა ანდერსონი სილიკონის მკერდისა და დაბერილი ტუჩების გარეშე - სექსსიმბოლოს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ვეღარ სცნობენ

პამელა ანდერსონი სილიკონის მკერდისა და დაბერილი ტუჩების გარეშე - სექსსიმბოლოს პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ვეღარ სცნობენ

პამელა ანდერსონი, რომელიც წლებია, თავს უზარმაზარი სილიკონის მკერდით იწონებს, ლოს-ანჯელესში, ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე ისე გამოიყურებოდა, რომ მისი ცნობა ბევრს გაუჭირდა.

როგორც ჩანს, სუპერმოდელსა და მსახიობს უკვე მობეზრდა ჩვეული ვიზუალი და ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა, რათა სილიკონი მკერდიდან მოეშორებინა.

მკერდი არ არის ერთადერთი, რაც მოდელმა დაიპატარავა; მან გაბერილ ტუჩებზეც უარი თქვა და შედეგად, დღეს პამელა ანდერსონი ბევრად მოკრძალებულად და ბუნებრივად გამოიყურება...

იხილეთ ფოტოგალერეა

პამელა ანდერსონი - ამერიკელი მსახიობი, მოდელი, პროდიუსერი, მწერალი, აქტივისტი და ყოფილი მოცეკვავეა, თუმცა, ყველა ამ ჩამოთვლილ ასპარეზზე მას წარმატების მისაღწევად მკერდი დაეხმარა. სატელევიზიო სივრცეში ცნობილია თავისი როლებით ტელესერიალებში: "დიდი რემონტი", "მაშველები", "V.I.P.".

1990 წელს გახდა ჟურნალ "პლეიბოის" პლეიმეიტი. ტომი ლისთან დაქორწინების შემდეგ პამელა ანდერსონი გარკვეული დროის განმავლობაში ცნობილი იყო პამელა ანდერსონ ლის სახელით (პამელა ლი).

თუ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა 20 წლის წინ ამერიკელი სექსსიმბოლო, ეს ფოტოგალერეა ნახეთ.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს