"უფალო, შვილი გადამირჩინე!" - 5 მძიმე დაავადება და დახმარების იმედად დარჩენილი 12 წლის ბავშვი

"უფალო, შვილი გადამირჩინე!" - 5 მძიმე დაავადება და დახმარების იმედად დარჩენილი 12 წლის ბავშვი

ტერფის ძვლის სიმსივნე, თირკმელების გაორება-ანომალია, თავის ქალის თხემის ძვლის დეფორმაცია, ნაღვლის ბუშტის დეფორმაცია და რეაქტიული პანკრიატიტი - ეს იმ დაავადებების ჩამონათვალია, რომელიც 12 წლის ლუკა ჩხარტიშვილს საქართველოში დაუდგინდა.

ლუკა ჩხარტიშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში ცხოვრებს. მისმა ოჯახმა ყველაფერი გაყიდა, მაგრამ დაავადებას ვერაფერს შველიან. როგორ ლუკას დედა ამბობს, ბიჭს 7 წლის ასაკში ტომოგრაფია გაუკეთეს და ექიმებმა აღმოაჩინეს, რომ მას 4 თირკმელი აქვს. ახლა უკვე ბავშვი გონებას კარგავს, წნევა 35-მდე ეცემა.

"6 თვისას პირველი აცრა გავუკეთე. ამას საშინელი რეაქცია მოჰყვა - ძალა გამოეცალა, ჩონჩხივით გახდა, სიცხეებს ვერ ვუგდებდით. მას შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ჯერჯერობით, თითქოს, გარეგნობით არაფერი ეტყობა, მაგრამ ახლა ამ ჯოჯოხეთში მთელი სხეული აქვს ჩათრეული. ყველა ორგანოზე გვეუბნებიან, სამკურნალოაო - კუჭზე, ღვიძლზე, ელენთაზე. თავის კოშმარული ტკივილები აქვს ყოველ დღე", - ამბობს "გურია ნიუსთან" ლუკას დედა ინგა ცენტერაძე.

მისივე თქმით, დღემდე, არც ერთ ხელისუფლებას, არც ადგილობრივი ხელისუფლების რომელიმე წარმომადგენელს ოჯახისთვის არანაირი სახის დახმარება არ გაუწევია.

"რამდენიმე დღის წინ იყო მოსული ოზურგეთის გამგებელი და მოგვცა პირობა, რომ შესაძლებლობების პირობებში ოჯახს დახმარებას გაუწევს. ასეთ მდგომარეობაში მყოფ ოჯახს სოციალური დახმარება არ გვაქვს. ესაა სამართალი?! მეწყერს მიაქვს სახლი, მეშინია, ბავშვს რომ სძინავს, არ ჩავარდეს იატაკი. ვერ მივაღწიეთ, რომ ამ კუთხით მაინც დაგვეხმაროს ხელისუფლება. მთელმა საქართველომ გაიგო ლუკას ამბავი, თუმცა არანაირი დახმარება გურიიდან არ გვქონია. ტელევიზიაში როცა გავიდა სიუჟეტი ლუკაზე, ხელისუფლებისგან არავინ შეგვხმიანებია. მეორე სიუჟეტი გავიდა კიდევ ერთ ბავშვზე... კი, ყველას უნდა დახმარება...ყველა დედას უმყოფე მისი შვილი კარგად, მაგრამ გამოაცხადეს, რომ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ თანხა გადაურიცხა სხვას. რატომ? მოდი, შენს ოზურგეთელს დაეხმარე. იცი, თითოეული თეთრი რა მნიშვნელოვანია მისთვის. უფალო, ჩემი შვილი გადამირჩინე სიკვდილს", - ამბობს ბავშვის დედა.

ლუკა გერმანიაში გასამგზავრებლად ემზადება, ზუსტი გამოკვლევებისა და მკურნალობისთვის კი ოჯახს 5 ათასი ევრო სჭირდება. ოჯახი კეთილი ადამიანების დახმარების იმედად რჩება.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა