შიმშილის ზღვარზე - 78 წლის მარტოხელა ქალბატონის ცხოვრება ტყეში

შიმშილის ზღვარზე - 78 წლის მარტოხელა ქალბატონის ცხოვრება ტყეში

ლანჩხუთის ცენტრიდან, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ყანის ფართობებთან ახლოს, სანიაღვრე არხების გაყვანის დროს, მუშებმა ხის ფარდულში მცხოვრები 78 წლის ქალბატონი აღმოაჩინეს. 6 წელი შუქის, წყლისა და გათბობის გარეშე - ეთერ იმნაძე ცხოვრების მძიმე პირობებს სრულიად მარტო ებრძვის. მოხუცმა წლების წინ, მეუღლისა და ვაჟის გარდაცვალების შემდეგ, მიუვალი ტერიტორია გაწმინდა, "კარდონისა" და ძველი მასალებისაგან პატარა ფარდული შეკრა და იქ ცხოვრება დაიწყო. დღეს მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და ხელჯოხის გარეშე ვეღარ დადის, თუმცა ექიმთან მისვლა ვერ მოახერხა.

მოხუცის ერთადერთი შემოსავალი პენსიაა, თანხის გარკვეული ნაწილი ტკივილგამაყუჩებელზე ეხარჯება და დაძინება ხშირად ნახევრად მშიერს უხდება. ტყეში მცხოვრებ ქალბატონს ადამიანებთან საუბარი ენატრება, რადგან მხოლოდ ტურების ხმა ესმის და ხშირ შემთხვევაში, საღამოს საათებში გარეთ ვეღარ გამოდის. წუხს, რომ მისი არსებობა ყველამ დაივიწყა.

"აღარავის აღარ ვახსოვარ. აქ თუ ვინმე შეშის მოსაჭრელად ან ყანაში ჩამოვა, მაშინ ვხედავ ხალხს. ხალხთან ლაპარაკი მენატრება. აბა, მე ვერ გავდივარ მათთან. ეგ კი არა შვილო, პურის საყიდლად ვერ გავდივარ 5-6 კილომეტრი როგორ უნდა გავიარო ჯოხით ხელში? ამიტომ ხშირად მშიერს მიწევს დაძინება. ამასაც არ ვჩივი, ფეხი მაწუხებს ძალიან, საოპერაციო ვარ, მაგრამ ვის ვახსოვარ? ქმარი გარდამეცვალა, მერე ბიჭიც დამეღუპა, დავრჩი სულ მარტო. სახლი აღარ მქონდა და კარი, აქ დავსახლდი. ეკალ-ბარდი იყო სულ ამ ტერიტორიაზე, გავკაფე, გავასუფთავე და ვცხოვრობ ამ ფიცრულში. ყოველდღე უფალს სიკვდილს ვევედრები", - ამბობს მოხუცი.

იხილეთ ვრცლად

"გურიის მოამბე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა