"რა ამბავი ატეხეთ, ხალხო" - ინგა გრიგოლია "20/30"-ით უკმაყოფილო კოლეგებს აკრიტიკებს

"რა ამბავი ატეხეთ, ხალხო" - ინგა გრიგოლია "20/30"-ით უკმაყოფილო კოლეგებს აკრიტიკებს

ტელეწამყვანი ინგა გრიგოლია ტელეკომპანია "GDS"-ის ეთერში გუშინ გასულ გადაცემა "კვირის 20/30"-სა და იმ ჟურნალისტების კომენტარებს ეხმაურება, რომლებიც გადაცემით უკმაყოფილო დარჩნენ.

"გავიდა ახალი გადაცემა... იმის ნაცვლად, რომ წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს კოლეგებს, რა ამბავი ატეხეთ, ხალხო (((((( რაც უფრო მეტი ახალი გადაცემა გავა, უფრო კარგი არაა?... საინტერესო კონკურენციის იმედით, მთელი გულით ვუსურვებ წარმატებებს მაკა ცინცაძეს და არჩილ გამზარდიას...

კოლეგებზე ვინც წერს, იმაზე ვწერ მე და არა ბიძინაზე... დამიტოვეთ უფლება, გულწრფელად ვუსურვო წარმატება ჟურნალისტებს...", - წერს გრიგოლია.

გრიგოლიას პოსტს გადაცემის ერთ-ერთი წამყვანი არჩილ გამზარდია გამოეხმაურა.

"ინგა, გენაცვალე მეგობრებო, ჩვენი გადაცემები სხვადასხვა წონით კატეგორიაშია, ტყუილად ადარებთ რეიტინგს ერთმანეთს. ჩვენ ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ და გვიხარია ერთმანეთის წარმატება. ინგა, იმედის კვირა, მთელი გუნდის გულშემატკივარი ვარ, მაგარი ხალხი ხართ", - წერს გამზარდია.

მაკა ცინცაძე კოლეგას გულებითა და სმაილებით გამოეხმაურა.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს