"გადაგიხადოს ბიძინამ" - გამოსასახლებლად მისული კერძო იპოთეკარი დაზარალებულს დაუპირისპირდა

"გადაგიხადოს ბიძინამ" - გამოსასახლებლად მისული კერძო იპოთეკარი დაზარალებულს დაუპირისპირდა

კასპში კერძო იპოთეკარ თეა ქარდავასა და იპოთეკით დაზარალებულ დავით ქოქაევს შორის დაპირისპირება მოხდა. ქარდავა პოლიციის დახმარებით ქოქაევის 8 სულიანი ოჯახის გამოსახლებას ითხოვს.

დავით ქოქაევის სახლი სახელმწიფომ ქარდავასგან აღებული სესხის გადაუხდელობის გამო  აუქციონზე გაყიდა. ამ აუქციონში მონაწილეობა სწორედ იპოთეკარმა თეა ქარდავამ მიიღო და იყიდა.

"ამდენი ხნის მანძილზე ხომ მეუბნებოდი, ბიძინა გადაგვიხდის, ბიძინაო, ჰოდა ეხლა გადაგიხადოს ბიძინამ. ჩემთვის არაფერი თანხა არა გაქვს მოცემული", - უთხრა თეა ქარდავამ დავით ქოქაევს.

დავით ქოქაევმა თეა ქარდავასგან 13 000 ლარამდე ოდენობის სესხი 2011 წელს აიღო. გარკვეული პერიოდის მანძილზე ქოქაევი ქარდავას პროცენტს ხან საბანკო გადარიცხვით, ხან ხელზე აძლევდა.

"სინამდვილეში, სიტყვიერი შეთანხმებით, 7% უნდა გადამეხადა და ვუხდიდი კიდეც. საბოლოო ჯამში იმაზე მეტი თანხა მაქვს გადახდილი, რაც სესხად ავიღე. მაგრამ ხელზე გადახდილი თანხები არ ჩამითვალეს, სასამართლოზე ეს ვერ დავამტკიცე და სახლიც აუქციონზე გამიყიდეს", - აცხადებს დავით ქოქაევი.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა