"თავში მირტყეს დანა და შემდეგ მუშტებიც მოიმარჯვეს" - ნაცემი ზაზა სვანაძე ჰოსპიტალიზებულია

"თავში მირტყეს დანა და შემდეგ მუშტებიც მოიმარჯვეს" - ნაცემი ზაზა სვანაძე ჰოსპიტალიზებულია

რეჟისორი ზაზა სვანაძე ნაცემია. ის მკურნალობისთვის ე.წ. "არამიანცის" საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ მან Facebook-ის საშუალებით განაცხადა და აღნიშნა, რომ თავს ორი უცნობი მამაკაცი დაესხა, რომლებმაც დანის ტარით, მოგვიანებით კი მუშტებით სცემეს.

"ვიმყოფები ქალაქის N 1 საავამყოფოში ( ე.წ. ,,არამიანცის,, საავადმყოფო ) ნეიროქირურგიის განყოფილებაში, - დილით 3 საათზე დიდუბეში, დინამოს სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, შუაღამით ამედევნა 2 ახალგაზრდა კაცი, ისინი ჯერ უკან მომყვებოდნენ, შემდეგ გამისწორდნენ, სიგარეტი მთხოვეს, და იქვე ერთ-ერთ სადარბაზოში შემამწყვდიეს, ერთ-ერთმა ხელები გამიკავა და მეორე მცემდა, თავში მირტყეს დანა და როდესაც დანის ტარით ჩემს ცემას მორჩნენ შემდეგ მუშტებიც მოიმარჯვეს. მიზეზებს ვადგენ @ მშვიდობიან კვირას გისურვებთ...", - დაწერა სვანაძემ.

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო სტატუსი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს