"ჩემი შვილი სკოლის მოსწავლე იყო, მძევლად რომ აიყვანა მერაბიშვილის ბანდამ" - რას იხსენებს ეკა ბესელია

"ჩემი შვილი სკოლის მოსწავლე იყო, მძევლად რომ აიყვანა მერაბიშვილის ბანდამ" - რას იხსენებს ეკა ბესელია

"ქართული ოცნების"  წევრი ეკა ბესელია, "ფეისბუქზე" სკოლის მოსწავლეებისთვის ე.წ. "ციხის კადრებს" ჩვენებას ეხმაურება:

"არ ვიცი ვინ და რა ასაკის ახალგაზრდები იყვნენ დარბაზებში და სააკაშვილის მმართველობის რომელ პერიოდს უყურეს (რომელი წელი არ იყო შემზარავი..) , უნდა გავარკვიოთ ეს საკითხი და მოვარიდოთ არასრულწლოვნები აგრესიას. მე მიმაჩდა და მიმაჩნია ახლაც, რომ არც მოზრდილებს არ უნდა ვაჩვენოთ ის კადრები რაც იყო წამების და არაადამიანური მოპყრობის... შემზარავია... დამანგრეველია... აქვე მინდა ვკითხო იმ უგვან ნაციონალებს ახლა რომ გაყვირიან ამას როგორ უჩვენებთო??? ეს რომ გადაიტანა ჩვენმა მოსახლეობამ, ეს რომ აკადრეს ჩვენს ხალხს მაშინ დასაშვები იყო??? ეს ნანახიც აქვს ათასობით ადამიანს და გადატანილიც... ჩემი შვილი სკოლის მოსწავლე იყო მძევლად რომ აიყვანა მერაბიშვილის ბანდამ და ხმა ამოიღო რომელიმემ ვინც პარლამენტში იჯდა ახლა მორალს რომ გვიკითხავენ? პატარა ბავშვებს აწიოკებდნენ ოჯახებში.... რა უქნეს ოთანაძის ოჯახს... აღარ ვაგრძელებ ... ჩვენ მოვარიდოთ ამ აგრესიას და საშინელებას მოზარდიც და ზრდასრულიც. არავინ მემეტება ამისთვის...",- წერს ბესელია.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს