"ნაციონალებს" "ფეისები" შემოეცალათ - ვინ უჭერს მხარს პარტიას 21 მარტის აქციისთვის

"ნაციონალებს" "ფეისები" შემოეცალათ - ვინ უჭერს მხარს პარტიას 21 მარტის აქციისთვის

"ნაციონალური მოძრაობა" 21 მარტის აქციისთვის ემზადება. "ნაციონალურ მოძრაობას" ქართულ შოუ-ბიზნესში უამრავი ადამიანი საჯაროდ უჭერდა მხარს, თუმცა ბევრი მათგანი პარტიას წაგებული არჩევნების შემდეგ ჩამოშორდა...

Ambebi.ge შეეცადა გაერკვია, აპირებენ თუ არა 21 მარტის აქციაზე წასვლას ისინი, ვინც წინათ "ნაციონალებს" ღიად უჭერდა მხარს. ბევრმა მათგანმა უარი თქვა საკუთარი აზრის გამოხატვაზე და მიზეზებიც არ დააკონკრეტეს. ჩვენ მხოლოდ რამდენიმე ცნობილი მხარდამჭერი გვესაუბრა.

აჩიკო გულედანი:

- ვაპირებ აქციაზე წასვლას. ვიზიარებ აქციის პათოსს, რომ ხელისუფლება არის უნიათო და ამიტომ გამოვალ აქციაზე.

- რა არ მოგწონთ, რატომ თვლით, რომ უნიათო ხელისუფლება გვყავს?

- არ ვიცი, მაგას ბევრი ფიქრი არ უნდა. მიმართულება არ არის დარჩენილი, სადაც საქმეს აკეთებენ. ქვეყანას ყოველდღიურად ემატება პრობლემები. მოქალაქეები იმისთვის ვართ, რომ საკუთარი აზრი გამოვხატოთ. მე პირადად, პასუხისმგებლობით ვუყურებ ყველაფერს. დემოკრატიული გზებით უნდა მოხდეს ჩვენი პრობლემების დაფიქსირება.

- ბევრი ამბობს, რომ ეს არა ხალხის, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" აქციაა...

- ეს უცნაური შეხედულებაა. "ნაციონალური მოძრაობა" ატარებს, ეს უკვე პროპაგანდის საქმეა. ბავშვებს ანახეს ფილმი ბედუკაძის გმირობებზე, ჩემთვის მარტივია ყველაფერია, გვერხევა და მთავარია ბოლომდე არ დაგვერხეს.

- მიდიხართ 21 მარტის აქციაზე?

ალანა გაგლოევა:

- დარწმუნებული არ ვარ, ფიზიკურად შევძლებ თუ არა აქციაზე წასვლას, მაგრამ ისე, რა თქმა უნდა, ვუერთდები. შეიძლება ქალაქიდან გასვლა მომიხდეს. სავსებით ვიზიარებ აქციის ორგანიზატორების მოთხოვნას, რომ უნიათო ხელისუფლება გადადგეს.

დუტა სხირტლაძე:

- არაკომპეტენტური ვარ ამ საკითხში. ტელევიზიის თანამშრომელი ვარ და ჩემი მიკერძოებული ქმედებები არ შეიძლება.

ნინა წკრიალაშვილი:

- ყველა მიტინგზე ვივლი. თუ თბილისში ვიქნები, აუცილებლად წავალ. არ მგონია, ვინმეს მოსწონდეს, რაც ხდება საქართველოში. ან აზრზე მოვიდნენ, ან რამე მოიმოქმედონ. ყველას უნდა მიტინგზე წასვლა, იმ ხალხსაც, ვინც "ოცნების" აქციებზე დადიოდა. ბედის ბორბალი ტრიალებს...

ასევე დაგაინტერესებთ| "მე მივდივარ 21 მარტის აქციაზე, ალალად, ღიად და თამამად... დაე, გავიკიცხო" - რატომ უერთდება გელა დაიაური "ნაციონალების" აქციას

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია