ლანჩხუთის გამგებელი: "სულ არ მინდოდა პრემიის აღება. თუმცა, მაინც მომცეს"

ლანჩხუთის გამგებელი: "სულ არ მინდოდა პრემიის აღება. თუმცა, მაინც მომცეს"

გურია იმ რეგიონებს შორის მოხვდა, სადაც ბიუჯეტი ყველაზე კარგად აითვისეს - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მონისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუბერნატორებთან, მერებთან და გამგებლებთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა. პრემიერი განსაკუთრებით ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელების მუშაობითაა კმაყოფილი.

სწორედ ამ შეხვედრის დეტალებზე საუბრობენ "გურია ნიუსთან" ოზურგეთისა და ლანჩხუთის გამგებლები.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელის მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ბიუჯეტის 100%-იან შესრულებაში ვერ მოხვდა, მერია-ლაითურის დამაკავშირებელი ხიდია, რომლის მშენებლობის შეჩერებაც, გამგებლის თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანიის გამო მოხდა.

ტენდერში გამარჯვებული კომპანიის შეუსრულებელ ვალდებულებებს ასახელებს თანხის აუთვისებლობის მიზეზად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ურუშაძეც. გამეგებელი, გასულ წელს აღებულ პრემიებზეც საუბრობს. ურუშაძის თქმით, მან აღებული პრემია უსახლკაროებს მოახმარა.

"სულ არ მინდოდა პრემიის აღება. როცა საფინანსო სამსახური ამზადებდა დოკუმენტებს, გავაფრთხილე, რომ ჩემთვის არ მოეცათ, თუმცა, მაინც მომცეს. უბრალოდ, ვუთხარი, რომ არ გამოეწერათ და გამოწერეს. მე მაშინ თბილისში ვიყავი და ბრძანებას ხელი ჩემმა მოადგილემ მოაწერა. აღებული პრემია უსახლკაროებს მოვახმარე", - აღნიშნა ურუშაძემ.

ოფიციალური ინფორმაციით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2014 წელს გამგეობის თანამშრომლებზე გაცემული აქვს 101 535 ლარის პრემია. აქედან 91 350 ლარი - იანვარში, 8 875 ლარი - მარტში, 500 ლარი - მაისში და 810 ლარი - ივნისში.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა