ახმეტის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მოხსნილი ზურაბ უძილაური ისევ პოლიციის უფროსია

 ახმეტის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მოხსნილი ზურაბ უძილაური ისევ პოლიციის უფროსია

ახმეტის პოლიციის უფროსის თანამდებობიდან მოხსნილი ზურაბ უძილაური ისევ პოლიციის უფროსია. კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, უძილაური 5 მარტის შემდეგ ახმეტის პოლიციაში ისევ ატარებს თათბირებს, თანამშრომლებს აძლევს დავალებებს, სარგებლობს და გადაადგილდება პოლიციის უფროსის მანქანით, ატარებს სამსახურებრივ იარაღს.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ ზურაბ უძილაური არ გადაუყვანიათ სხვა პოზიციაზე და არც მოვალეობის შემსრულებლად დაუნიშნავთ.

შს სამინისტრომ 2015 წლის 4 მარტს განაცხადა, რომ ახმეტის პოლიციის უფროსი ზურაბ უძილაური თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მანამდე, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უძილაური რამდენჯერმე ამხილა, რომ წარსულში, მათ შორის 2012 წელს, ნარკოტიკების მოხმარებისთვის არის გასამართლებული.

"ზურაბ უძილაური ნარკოტიკების მოხმარებაზე 2012 წელსაც დავაკავეთ. ნარკოლოგიურში შემოწმების შედეგად მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იყო. 2014 წელს, როცა პოლიციის უფროსის მოადგილედ დანიშნეს, მე სამსახურიდან გამათავისუფლა. ჩემს ადგილზე თავისი ცოლის მამიდაშვილი მოიყვანა. მაშინაც კი პოლიციის მონაცემთა ბაზაში აღნიშნული იყო, როგორც ნარკოტიკების მომხმარებელი და წვრილმანი ხულიგნობისთვის რამდენჯერმე გასამართლებული", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ახმეტის პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა გიორგი აბულაშვილმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა