როგორ "ტყდება" გზებზე მილიარდები

როგორ "ტყდება" გზებზე მილიარდები

ბოლო 11 წელიწადში საგზაო ინფრასტრუქტურას 3,253 მლრდ მოხმარდა, რაც 6400 კმ-ის დასაგებად იყო საკმარისი

საქართველოს გზებზე ყველაზე მეტი ფული იფანტება. 2004 წლიდან მოყოლებული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის გაწეული ხარჯი დაახლოებით 3,253 მილიარდი ლარია. მიუხედავად ამისა, უგზოობა დღემდე ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.

ნორმალურად დაგებულმა გზამ 18 წელი მაინც უნდა გაძლოს, რეაბილიტაცია კი მხოლოდ 3-5 წლის შემდეგ დასჭირდეს. საქართველოში კი ახალი გზა 6-7 წელიწადზე მეტს ვერ ძლებს. ვიდრე გზის დაგება ან რეაბილიტაცია გადაწყდება, აუცილებლად უნდა ჩატარდეს სათანადო დიაგნოსტიკა, გრუნტის შემოწმება, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება.

მეგზევეების ინფორმაციით, 1 კილომეტრი გზის დაგებისთვის, საშუალოდ, 500 ათასი ლარი იხარჯება (კაპიტალური ბეტონ-საფარიანი გზის მშენებლობას 1 მლნ ლარამდე სჭირდება). უხარისხოდ დაგებული ერთი და იგივე გზა რამდენჯერმე რომ არ იგებოდეს, 3,253 მილიარდი ლარით საქართველოში უკვე 6400 კილომეტრი გზა უნდა იყოს მოასფალტებული. აქედან გამომდინარე, გზების პრობლემა საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს. ყველაზე დიდი თანხა ჩქაროსნული ავტომაგისტრალების მშენებლობისთვის იხარჯება - 367,5 მილიონი ლარი. შესაბამისად, 2015 წლის ბოლოს გზებზე დახარჯული თანხა 3,253 მილიარდს მიაღწევს. ხაზგასასმელია, რომ ეს თანხა ცენტრალურ გზებზე იხარჯება. დედაქალაქისა და სხვა ქალაქების შიდა გზების მოწესრიგებისთვის ცალკე თანხაა გამოყოფილი ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, რომელიც ამ წლების განმავლობაში დამატებით 1 მილიარდი ლარია.

ამ რაოდენობით სახელმწიფო სახსრების ხარჯვის გამო, საგზაო პროექტები განსაკუთრებული ინტერესის საგანია. წლების განმავლობაში არასამთავრობო ორგანიზაციებმა, უამრავი დარღვევა და თანხების არამიზნობრივი ხარჯვა აღმოაჩინეს. კვლევების მიხედვით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის კანონის უხეში დარღვევებით ტარდებოდა ტენდერები, სამუშაოები სრულდებოდა არარეალური და გაბერილი ხარჯთაღრიცხვებით, ხდებოდა იმ კომპანიების ლობირება, რომელთაც ჩაშალეს ცალკეული პროექტები, უხეშად დაარღვიეს ვადა, წარმოადგინეს არარეალური ხარჯი.

"ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ხელმძღვანელობამ საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე უამრავი დარღვევა აღმოაჩინა. ზოგიერთ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ შეესაბამებოდა ასფალტ-ბეტონის საფარის ქვედა და ზედა ფენის სათანადო სტანდარტებით გათვალისწინებულ პარამეტრებს, რაც ახლადრეაბილიტირებული გზის დროის მცირე მონაკვეთში დაზიანების მიზეზი ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ მილიარდებით დაგებულ გზების ნაწილზე ასფალტ-ბეტონის ქვედა ფენის სისქე, ნაცვლად 6 სმ-ისა, 5,2 სმ-ია, ხოლო ზედა ფენის სისქე, ნაცვლად 4 სმ-სა - 3,2 სმ. ქვედა ფენა ბიტუმის პროცენტის შემცველობა ზოგიერთ მონაკვეთზე 3,1%-ია მაშინ, როცა დასაშვები ნორმა 4,5-6%-ია. ასფალტ-ბეტონის ზედა და ქვედა ფენებში ფორიანობის საშუალო პროცენტი 2-3-ჯერ მაღალია დასაშვებ ნორმასთან შედარებით, რაც გამოწვეულია მინერალური მასალების დაკლებით.

იხილეთ სტატია სრულად

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ