"დაველოდოთ ინსულტს" - მითხრა ექიმმა

"დაველოდოთ ინსულტს" - მითხრა ექიმმა

კასპში 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გუჯა ბუდაღაშვილი 2015 წლის 26 თებერვალს ჰიპერტონული წნევის ნიშნებით ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში სასწრაფო დახმარების მანქანით დილის 5 საათზე მიიყვანეს. ექიმ-თერაპევტის აზრით, ის ნევროპათოლოგის ყურადღებას საჭიროებდა. ნოვროპათოლოგი დილის 10 საათზე გამოჩნდა, თუმცა მან ბუდაღაშვილი საკუთარ პაციენტად არ მიიჩნია. პაციენტი კასპის მედ-ალფას მიერ აშენებულ საავადმყოფოში კი ერთი დღე მხოლოდ იმიტომ გააჩერეს, რომ სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელობას ამავე საავადმყოფოს თანამშრომლის, ნელი ბუდაღაშვილის ხათრი ჰქონდა.

მძიმე პაციენტს ხელი დაბუჟებული ჰქონდა და თავი სტკიოდა. ტომოგრაფია (თავის ტვინის დიაგნოსტიკა) ადგილზე არ ჰქონდათ. ნელ-ნელა ინსულტი ვითარდებოდა. გუჯა ბუდაღაშვილის შვილი, ეკა ბუდაღაშვილი ამბობს, რომ ტომოგრაფიული დიაგნოსტიკის ჩატარება დაგვიანდა.

"ნევროპათოლოგი დილის 10 საათზე მოვიდა. ნერვიული აშლილობა აქვს ამ კაცს, რა ატირებსო და გაწერას აპირებდა. მამა განიცდიდა, ნერვიულობდა. ვატყობდით, რომ მდგომარეობა რთულდებოდა. არანაირი მკურნალობა არ ჩატარებია. ინსულტი თუ არ დადგა, ვერ ჩავწერ, რომ ინსულტია, დაველოდოთ ინსულტსო - მითხრა კასპის საავადმყოფოს ნევროპათოლოგმა. მდგომარეობა ძალიან რომ გართულდა, მოვითხოვე რეანომობილის გამოძახება და თბილისში გადაყვანა. მითხრეს 3 -ის ნახევარზე მოვაო, მაგრამ 4 საათამდე ველოდეთ, არ გამოჩნდა. მერე მე თვითონ დავრეკე თბილისში, სადაც მითხრეს, საავადმყოფოს წარმომადგენელი დაგვალაპარაკეთო. მხოლოდ საავადმყოფოს მთავარი ექიმის დახმარებით გამოვიძახეთ რეანომობილი. საღამოს 7 საათზე ჩამოვიდა მანქანა, აღმოჩნდა, რომ მანამდე არავის დაურეკავს. თბილისში გვითხრეს, რატომ აქამდე არ ჩამოიყვანეთო", - იხსენებს გარდაცვლილის შვილი.

გუჯა ბუდაღაშვილის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა