მოსამართლეები სამსახურში პორნოს ყურების გამო გაათავისუფლეს

მოსამართლეები სამსახურში პორნოს ყურების გამო გაათავისუფლეს

დიდ ბრიტანეთში სამი მოსამართლე გაათავისუფლეს იმის გამო, რომ სამსახურში, სამუშაო კომპიუტერებზე პორნოგრაფიულ ფილმებს უყურებდნენ. მათი საქციელი სამუშაო ეთიკის უპატიებელ დარღვევად მიიჩნიეს.

სამსახური დაატოვებინეს ოლქის მოსამართლეს ტიმოტი ბოულზს, მოსამართლეს საიმიგრაციო საქმეებში უორენ გრანტს და ოლქის მოსამართლის მოადგილეს პიტერ ბულოკს. კიდევ ერთი მოსამართლე იყო შემჩნეული მსგავს ქმედებაში, მაგრამ მან თავად დაწერა განცხადება გათავისუფლების შესახებ.

გამოძიების დეპარტამენტში აღნიშნეს, რომ პორნო ფილმებში, რომლებსაც მოსამართლეები უყურებდნენ, არ იყო კანონით დაუშვებელი ქმედებები, მაგრამ იუსტიციის მინისტრმა კრის გრელინგმა და ინგლისის და უელსის მთავარმა მოსამართლემ ლორდ ტომასმა ამ შემთხვევას მიუღებელი საქციელი უწოდეს.

მომზადებულია news.day.az-ს მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს