"ჩვენ გვინდა რუსეთი - ჩატარდეს რეფერენდუმი"

"ჩვენ გვინდა რუსეთი - ჩატარდეს რეფერენდუმი"

გორის რაიონის სოფელ ხელთუბნის მოსახლეობის ნაწილი რუსეთთან მეგობრობის მომხრეა. პრორუსულად განწყობილი მოსახლეობა ამბობს, რომ მათ მხოლოდ ბურჯანაძის არჩევის იმედიღა აქვთ.

"ხელთუბანში ნაციონალების დროს, სააკაშვილმა აიღო 12%, ამოვიდნენ სოდის და კუდის თანამშრომლები და გააყალბეს, 70%-ზე ასწიეს. ქართველმა ხალხმა როდის აირჩია ნატო, რად გვინდა ამერიკა, მშიერია ხალხი, ვდგავართ და ვთამაშობთ დომინოს, სხვას ვერაფერს ვაკეთებთ. ავირჩიეთ "ქართული ოცნება", მაგრამ არავინ მოდის ჩვენთან. ერთი ისღა დაგვრჩენია, იქნებ ბურჯანაძემ გაგვიმართლოს", - ამბობენ ადგილობრივები.

სოფელ ხელთუბნის მოსახლეობა ამბობს, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არა ნატო და ამერიკა, არამედ რუსეთია. ისინი ხელისუფლებისგან ხალხის აზრის გათვალისწინებასა და რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვენ.

"ნორმალური საგარეო საქმეთა მინისტრი ვერ დანიშნეს? გამოდიან და იძახიან, ქართველმა ხალხმა ნატო აირჩიაო, ჩვენ არ აგვირჩევია ნატო. იყოს ევროპაც, მაგრამ რუსეთი გვინდა ყველა ვარიანტში. გამოდიან, ყველა რუსეთს ლანძღავს, არ გამოდის ეგრე, მთელი ევროპა რუსეთისკენ მიიწევს და აქ გვიკეტავენ. ვაშლი გვაქვს და სად წავიღოთ. ცოტა ხანი რომ გახსნეს რუსეთი, ვაშლს და ატამს ფასი მიეცა. ჩვენ არ გვინდა თურქეთი და ამერიკა, ისინი ჩვენი მეგობრები არ არიან, ჩვენი მეგობარია რუსეთი. ღმერთმა ქნას ომი დაიწყონ, ჩამოვიდნენ, ბერბუკის ბოლოში დადგნენ და ჩვენ იქით მოვყვეთ, ეგ გვირჩევნია. სოფლის 80-90%-ს უნდა რუსეთი, ჩაატარონ რეფერენდუმი და დარწმუნდებიან" - ამბობენ ხელთუბნელები.

წყარო: qartli.ge

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა