სირბილი, როგორც ფსიქოლოგიური სტრესის ფიზიკური დამარცხება

სირბილი, როგორც ფსიქოლოგიური სტრესის ფიზიკური დამარცხება

გაკაჟების ერთ-ერთი შესანიშნავი საშუალებაა სირბილი. კომპლექსური ვარჯიშის ამ სახეობას ნებისმიერმა შეიძლება მიჰყოს ხელი. მთავარია, მოინდომოთ, და რაც მთავარია, გაითავისოთ, რომ სირბილს უდიდესი ეფექტი აქვს ჯანმრთელობისათვის. გამაჯანსაღებელი სირბილი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის მიმოქცევის სისტემასა და იმუნიტეტზე, აკაჟებს ორგანიზმს, ზრდის მისი წინააღმდეგობის უნარს დაავადებებისადმი.

სირბილის ზოგადი ეფექტი ასეთია: ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის ცვლილება, ენერგოდანახარჯების კომპენსაცია, სისხლის მიმოქცევის სისტემაში განვითარებული ძვრები და ავადობის შემცირება. სირბილი ხსნის ნერვულ დაძაბულობას, აუმჯობესებს თვითშეგრძნებას და ძილს, ზრდის შრომისუნარიანობას. თუ ოპტიმალურად დოზირებულ სირბილს წყლის პროცედურებს შეუხამებთ, უძილობა და ნევრასთენია - XX საუკუნის დაავადებები სათოფეზეც ვერ მოგეკარებათ.

სირბილი ფსიქოლოგიური სტრესის ფიზიკური დამარცხებააო - ამბობენ სპეციალისტები. ის უარყოფითი ემოციებისაგან განმუხტვის მართლაც რომ შესანიშნავი გზაა. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით ეფექტურია საღამო ხანს სირბილი. ის ანეიტრალებს დღის განმავლობაში დაგროვილ ადრენალინს-სტრესის შედეგად გამოყოფილ ნივთიერებას. ასე რომ სირბილი შესანიშნავი ბუნებრივი ტრანკვილიზატორია, ბევრად უფრო ეფექტური, ვიდრე სამკურნალო პრეპარატები. სირბილის დამამშვიდებელ გავლენას აძლიერებს ენდორფინების (სიამოვნების ჰორმონების) გამოყოფა. ინტენსიური დატვირთვის დროს ამ ჰორმონთა შემცველობა სისხლში 5-ჯერ იზრდება და რაც მთავარია, საათობით რჩება, ენდორფინები თავისებურ ეიფორიას – ფსიქიკური და ფიზიკური კმაყოფილების, ნეტარების გრძნობის, სიმსუბუქისა და სიხარულის განცდას იწვევს, შიმშილისა და ტკივილის შეგრძნებას კი თრგუნავს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს