13 მარტს, "ზამთრის ომის" დასრულებიდან 75 წელი შესრულდა. სსრკ-ს ჯარების ფინეთში შეჭრის დროს, ძალიან ცოტას სჯეროდა, რომ ფინელები შეძლებდნენ საკუთარი დამოუკიდებლობის შენარჩუნებას. თუმცა, პატარა ქვეყანამ უჩვეულო სიმტკიცე გამოავლინა საბჭოთა იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში.
სისხლიანი ბრძოლების დაწყებიდან რამდენიმე თვეში ჰელსინკსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო დოკუმენტს მოეწერა ხელი. ფინეთმა აღიარა საკუთარი ტერიტორიების დაკარგვა, თუმცა, შეინარჩუნა დამოუკიდებლობა. ზოგიერთი ფინური ქალაქი საბჭოთა კავშირს ერგო, ხოლო მისი დაშლის შემდეგ - რუსეთს. 75 წლის გასვლის შემდეგ, რთულია იქ რაიმე ფინური იპოვო.
გთავაზობთ იმ ქალაქების სურათებს, რომელიც ამჟამად რუსეთს ეკუთვნის და შესადარებლად მოგვყავს ქალაქები, რომელთა შენარჩუნებაც ფინეთმა მოახერხა.