ჩემი ძვირფასი მეუღლე ჩვეულებრივი, "კლასიკური" ქართველი მამაკაცია, სხვებისგან არაფრით განსხვავებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ოჯახის საქმეებში თითქმის არ ერევა...
წარმოდგენა არ აქვს, სად იყიდება პროდუქტი, სად შეიძლება გადაიხადოს კომუნალური გადასახადები, როგორ იზრდებიან ბავშვები და ა.შ. ოჯახში ფულის მოტანის მეტი არაფერი ევალება. მიაჩნია, რომ რადგან მატერიალურად უზრუნველვგყოფს, მისი მამაკაცური მისია ამით ამოიწურება. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთ დღეს სამსახურში მაგვიანდებოდა. თან ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მქონდა გასაკეთებელი და ბავშვები სკოლაში გავუშვი თუ არა, ფურცელზე ჩამოვწერე იმ პროდუქტების სია, რომლის ყიდვაც დილით უნდა მომესწრო. ვიფიქრე, - ერთხელ მაინც გაისარჯოს, დღეს მაინც დასვენების დღე აქვს და ცოტა შემეშველოს, მაღაზიიდან პროდუქტის ამოტანას რაღა უნდა-მეთქი? ყოველგვარი შეცდომებისა და "კატაკლიზმების" ტავიდან აცილების მიზნით სია დეტალურად შევადგინე და და ჯრ კიდევ მძინარე მალხაზს თავთან დავუდე. მოგვიანებით სამსახურიდან დავურეკე და ვუთხარი, რომ ფურცელზე ჩამოწერილი პროდუქტები ეყიდა. შემპირდა, - აუცილებლად ვიყიდიო.
სია ასე გამოიყურებოდა:
1. ქათამი;
2. პური;
3. სტაფილო;
4. არაჟანი;
5. რძე;
6. კარტოფილი.