ტელეწამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი მეგობრებთან და შვილთან ერთად მილანს სტუმრობს. იტალიაში მოგზაურობის ამსახველ ფოტოებს შორენა პერიოდულად აქვეყნებს ''ფეისბუქზე''.
სოციალური ქსელში მის ერთ ფოტოს კრიტიკა მოჰყვა. ფოტოზე შორენა მეგობრებთან ერთად უამრავი ნავაჭრით ღია კაფეში ზის. ერთ-ერთი მეგობარი ხელით მიუთითებს სხვადასხვა ფირმის ქაღალდის პარკებზე.
ფოტოს უამრავი კომენტარი მოჰყვა:
''ამას მარტო ქართველი "სახე" იზამს''.
''ხალხს პურის ფული არა აქვს, არ შეიძლება ამ ფოტოების დადება''.
''რა ჩვენი საქმეა, როგორ იშოვა ფული და რა უფლება გვაქვს ეს განვიხილოთ, მაგრამ ეს მაგარი მატრაკვეცობაა და ამით ჰგონიათ, რომ ხალხს აკვირვებენ, არადა ქაჯობენ...''
''აუ, რა ფული აქვს ტიიპს!''