ავტორი:

სტილის მასტერკლასი 51 წლის ჯენიფერ ენისტონისგან - ახალი ფოტოსესია, სადაც მსახიობი თინეიჯერს ჰგავს

სტილის მასტერკლასი 51 წლის ჯენიფერ ენისტონისგან - ახალი ფოტოსესია, სადაც მსახიობი თინეიჯერს ჰგავს

მსახიობი, ჰოლივუდის ვარსკვლავი ჯენიფერ ენისტონი 51 წლის გახდა. ჯენიფერი გამორჩეულია თავისი მარტივი, დახვეწილი სტილით და ბევრი ქალისთვის შთაგონების წყაროა.

წითელ ხალიჩაზე მისი თითქმის ყოველი გამოჩენა აღფრთოვანებას იწვევს. მსახიობი ბუნებრივობით გამოირჩევა და ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც განსაკუთრებით უყვართ. ჯენის კარიერაში გარდამტეხი როლი სერიალმა „მეგობრებმა“ ითამაშა.

სწორედ ამ სერიალით მოიპოვა პოპულარობა და მთელს მსოფლიოში უამრავი ადამიანის გული მოინადირა.

სურათი ახალი ფოტოსესიიდან

როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, ენისტონი გამორჩეულია სხვა ვარსკვლავებისგან თავისი გულწრფელობითა და თბილი, მეგობრული დამოკიდებულებით ფანებისადმი. მას დღემდე მეგობრული ურთიერთობა აქვს თავის ყოფილ რომანტიკულ პარტნიორებთან, ბრედ პიტთან და ჯასტინ ტერუსთან.

interviewmagazine.com-მა ჯენიფერის დაბადების დღეს მისი ახალი ფოტოსესია მიუძღვნა. ფოტოებში 51 წლის მსახიობი შთამბეჭდავად გამოიყურება. მას ფოტოსესიაში Versace-სა და Saint Laurent 0ს სამოსი, ასევე Celine-ის ფეხსაცმელი აცვია.

ფოტოებმა მსახიობის გულშემატკივრები აღაფრთოვანა და მას ათასობით გაზიარება, მოწონება და კომენტარი მოჰყვა. ფანები ჯენიფერს სტილს უწონებენ და წერენ, რომ 51 წლის ასაკში ასეთი სტილი და ფორმები შთამბეჭდავია, რომ ის თინეიჯერივით გამოიყურება და შთაგონების წყაროა არა მხოლოდ მისი ასაკის ქალებისთვის, არამედ ახალგაზრდებისთვისაც.

დაათვალიერეთ სურათები ახალი ფოტოსესიიდან:

სად და როდის დაკრძალავენ რეჟისორ გიორგი შენგელაიას

"ეს ტრა­გე­დია მთე­ლი სი­ცოცხ­ლე გამ­ყ­ვა..." - რას ყვებოდა მშობლებზე, სოფიკოსა და კინოზე გიორგი შენგელაია

რეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა