"6 წლით უმცროსი ფერეიდნელი ბარძიმი შემიყვარდა, მაგრამ ქმრისგან რაღაც ძალა არ მიშვებს''

"6 წლით უმცროსი ფერეიდნელი ბარძიმი შემიყვარდა, მაგრამ ქმრისგან რაღაც ძალა არ მიშვებს''

,,რეიტინგის" სოციალურ გვერდზე არ წყდება წერილები მკითხველებისგან. ჩვენ ნელ-ნელა მოგცემთ მათი წაკითხვის საშუალებას. ამჯერად 28 წლის სოფო გამოგვეხმაურა:

,,ოთხი წელია გათხოვილი ვარ. სამწლიანი დაორსულების მცდელობების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ჩემი ქმარი,თემური, უშვილოა. თურმე თავად სცოდნია ამის შესახებ, მაგრამ მიმალავდა. თავს მოტყუებულად ვგრძნობდი. ჩემი მეუღლის დუმილმა, რომელიც ღალატს უდრის, იმედები, გეგმები და ოცნებები დამინგრია.

ყოველთვის მინდოდა დიდი ოჯახი, ოთხი ან ხუთი შვილი. სახელებიც კი შერჩეული მქონდა. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ, გადავწყვიტე ბავშვი მეშვილებინა, რაზეც დედამთილ-მამამთილმა კატეგორიული უარი განმიცხადა. არც თემურიმ დამიჭირა მხარი, ამიტომ ფარ-ხმალი დავყარე და მათ ნებას დავმორჩილდი.

საკუთარმა უსუსურობამ და რეალობამ, რომელიც სამუდამოდ უშვილობას მიქადნიდა, დეპრესიაში ჩამაგდო. ვცდილობდი მეუღლისთვის არაფერი მეგრძნობინებინა და ჩემთვის ურთულესი პერიოდი მისი დახმარების გარეშე გადამეტანა.

მეგობარმა მირჩია, რომ ფსიქოლოგთან მივსულიყავი, მაგრამ საქართველოში ჯერ პრობლემების მოგვარების ასეთ მიდგომას ფესვები არ გაუდგამს. ხსნა ინტერნეტში დავინახე. სრულიად უცნობ ხალხთან მქონდა მიმოწერები. ჩემთვის უმნიშვნელო იყო მათი სქესი, ასაკი ან პროფესია. ზოგად თემებზე ვსაუბობდით.

ერთხელ სრულიად შემთხვევით ჩემზე ექვსი წლით უმცროსი ფერეიდნელი ბიჭი, ბარძიმი, გავიცანი. ინგლისური ორივემ ვიცოდით და ურთიერთობა გაგვიადვილდა. ჩემთვის გაცილებით უფრო მარტივი აღმოჩნდა უცნობთან გულახდილობა, ვიდრე ახლობლებთან. ალბათ იმიტომ, რომ ნაკლებ პასუხისმგებლობას ვგრძნობდი.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს