"მერე, საკუთარ თავს ჰკითხეთ, ვისკენ ღირს სწორების აღება" - დაჩი გრძელიშვილი

"მერე, საკუთარ თავს ჰკითხეთ, ვისკენ ღირს სწორების აღება" - დაჩი გრძელიშვილი

ჟურნალისტი დაჩი გრძელიშვილი დასავლეთსა და რუსეთს შორის ქართველების არჩევანის შესახებ "ფეისბუქის" პირად გვერდზე პოსტ აქვეყნებს.

"...ომში დამარცხებული გერმანული ქალაქი, რომელიც ომში გამარჯვებულმა საბჭოთა რუსეთმა მიიერთა. ყურადღებით დაათვალიერეთ ფოტოები ქალაქისა, რომლებიც 70 წლის წინ, ხელუხლებლად ჩაიბარა რუსეთმა - მერე,ნახეთ, როგორ გამოიყურება დღეს 70 წლის წინ, მიწასთან გასწორებული გერმანიის პატარა ქალაქები. მერე, საკუთარ თავს ჰკითხეთ, ვისკენ ღირს სწორების აღება - მისკენ, ვისაც მხოლოდ სხვისი ქონების ხელში ჩაგდებას ცდილობს იმიტომ, რომ დაისაკუთროს და დააგდოს, თუ მისკენ, ვინც ქონებას ქმნის, ვინც განათლებისკენ და ადამიანური ცხოვრებისკენ ისწრაფის. და აქ არაფერ შუაშია - ნატო და ევროკავშირი კარს გვიღებს თუ გვიკეტავს. შუაში მენტალიტეტია, შენს თავთან, შენს ეროვნულ მეხსიერებასთან მსგავსებაა, რომელსაც ან ერთთან იპოვნი, ან მეორესთან", - წერს ჟურნალისტი.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს