"გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე!" - სააკაშვილი აქციის დაწყებამდე თანამებრძოლებს მიმართავს

"გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე!" - სააკაშვილი აქციის დაწყებამდე თანამებრძოლებს მიმართავს

მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე თანამებრძოლებს Facebook-ის ოფიციალური გვერდის საშუალებით მიმართავს. "ჩვენ გადავდივართ გადამწყვეტ ეტაპზე!", - აცხადებს სააკაშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ აქცია მშვიდობიანად ჩაივლის.

"დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი აქცია ჩაივლის მშვიდობიანად, ჩვენი საზოგადოება ჩვეული ცივილიზებულობით, ღირსებითა და კანონის სრული დაცვით გამოხატავს თავის მყარ პოზიციას.

ერთი რამ ცხადია, ჩვენ გადავდივართ ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპზე!", - წერს სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ აქცია თავისუფლების მოედანზე 16:00 საათისთვის დაიწყება. იქ უკვე მიმდინარეობს სცენის მონტაჟი. მეტი ინფორმაციისთვის, თუ რა ხდება თავისუფლების მოედანზე ახლა, აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, იხილეთ სტატია - რა ხდება "ნაციონალების" აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე - ფოტორეპორტაჟი თავისუფლების მოედნიდან

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა