უახლესი ფოტომასალა აქციიდან: ლიდერები, ხალხი, შეძახილები და სხვა დეტალები მსვლელობიდან

უახლესი ფოტომასალა აქციიდან: ლიდერები, ხალხი, შეძახილები და სხვა დეტალები მსვლელობიდან

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები ვარდების მოედნიდან მსვლელობით თავისუფლების მოედნისკენ მიემართებიან. მსვლელობას წინ პარტიის ლიდერები მიუძღვებიან. მათ ხელში ბანერი წარწერით – "გადადგეს უნიათო მთავრობა" უკავიათ.

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

აქციის მონაწილეები მსვლელობისას შეძახილებით მიემართებიან "გადადექი". აქციის მონაწილეები მოსულები არიან ასევე საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშებით. 21 მარტის აქციის მონაწილეებისა და პარტიის ლიდერების თქმით, ისინი მთავრობის უმოქომედობას აპროტესტებენ და მათ გადადგომას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეთა მსვლელობა დაიწყო "კოლმეურნეობის მოედნიდან" "თავისუფლების მოედნის" მიმართულებითაც. მსვლელობას წინ მოუძღვებიან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები. აქციის მონაწილეებს გაშლილი აქვთ საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირისა და ნატოს დროშები. მსვლელობის მონაწილეები "თავისუფლების მოედანზე" შეკრებილ ხალხს შეუერთდებიან. ასევე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე, "კოლმეურნეობის მოედნიდან" თავისუფლების მოედნის მიმართულებით.

მსვლელობის მონაწილეებს დაკავებული აქვთ მთელი საავტომობილო გზა. მასში მონაწილეობას იღებენ "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები, მათ შორის ქვემო ქართლიდან და კახეთიდან.

ასევე დაგაინტერესებთ| ფოტორეპორტაჟი: როგორ მოემართებიან "ნაციონალების" მხარდამჭერი კოლონები რეგიონებიდან და რამდენი არიან ისინი

მეტი ინფორმაციისთვის

თვალი ადევნეთ აქციასთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო დეტალს თეგზე #21 მარტის აქცია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა