რისი ბრალია ძილში კბილების კრაჭუნი

რისი ბრალია ძილში კბილების კრაჭუნი

კბილების კრაჭუნი - ბრუქსიზმი საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. იგი უპირატესად ღამით ვლინდება, დღისით კი ადამიანის კონტროლს ექვემდებარება. ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადრე ფიქრობდნენ, რომ ბრუქსიზმი ჭიებით ინვაზიას უკავშირდებოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი მეცნიერული მონაცემები არ არსებობს.

ბრუქსიზმი უხშირესად ბავშვებში გვხვდება და 7-8 წლის ასაკში თავისთავად გაივლის ხოლმე, თუმცა შედარებით იშვიათად, მაგრამ მაინც აღინიშნება უფროსებშიც.

თანამედროვე მონაცემებით ბრუქსიზმის გამომწვევ ძირითად მიზეზად სახელდება თანკბილვის დარღვევა და ნევროლოგიური პათოლოგიები. თანკბილვის დარღვევის შემთხვევაში საჭიროა სტომატოლოგის კონსულტაცია, ხოლო ნევროლოგიური პრობლემების გადასაჭრელად ნევროლოგს უნდა მიმართოთ.

მეცნიერები თანხმდებიან, რომ ბრუქსიზმი ყველაზე ხშირად ახასიათებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ხშირად არიან სტრესის ქვეშ, განიცდიან შინაგან დაძაბულობას და შფოთვას, ნერვულ აღგზნებას ძილის წინ. თუ დააკვირდებით, ბრუქსიზმის ინტენსივობა მატულობს სტრესულ სიტუაციაში, ამიტომ უნდა ეცადოთ, ერიდოთ ასეთ სიტუაციებს. ეს თანაბრად ეხება როგორც მოზრდილებს, ისე ბავშვებს. თუმცა ხანმოკლე (10 წამამდე) ბრუქსიზმის ეპიზოდები ძილის დროს გვხვდება პრაქტიკულად ჯანმრთელ, დადებით ემოციონალურ ტონუსში მყოფ ადამიანებშიც.

გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს