ყოფილი პოლიტპატიმარი შპს "კეთილმოწყობის" უფროსს ცემაში ადანაშაულებს

ყოფილი პოლიტპატიმარი შპს "კეთილმოწყობის" უფროსს ცემაში ადანაშაულებს

ყოფილი პოლიტპატიმარი ზურაბ ხუციშვილი შპს "კეთილმოწყობის" უფროსს გიორგი ბალიაშვილს ცემაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ მას იგი ფიზიკურად ადმინისტრაციული შენობის წინ გაუსწორდა. შემთხვევა 20 მარტს მოხდა.

როგორც ზურაბ ხუციშვილი ჰყვება, ის სამხარეო ადმინისტრაციაში გუბერნატორთან, აკაკი მაჭუტაძესთან შესახვედრად მივიდა, თუმცა, გუბერნატორი არ დახვდა. ამიტომ მის მოადგილესთან, ავთანდილ კაჭკაჭაშვილთან შესვლა გადაწყვიტა.

"მდივანმა მითხრა, რომ სხვები ჰყავდა და ჯერ არ შევსულიყავი, მაგრამ ვჩქარობდი და მაინც შევედი. კაჭკაჭაშვილს კაბინეტში ორი თანამშრომელი ჰყავდა. მითხრეს, დაუკითხავად რატომ შემოხვედიო და გამოვედი", - იხსენებს ხუციშვილი.

ხუციშვილის თქმით, კიბეზე ის დაცვის თანამშრომელმა ჩამოაცილა.

"ქვევით რომ ჩამოვედი, შენობის კიბესთან გიორგი ბალიაშვილი და კიდევ ოთხი პირი დამხვდა, დამესივნენ და მცემეს. მერიისა და გუბერნიის თანამშრომლები იყვნენ, ახალგაზრდები არიან, სახეზე ყველას ვიცნობ, მაგრამ მათი სახელები და გვარები არ ვიცი. არც ის ვიცი,  რატომ მცემეს", - ამბობს ყოფილი პოლიტპატიმარი.

შპს "კეთილმოწყობის" უფროსი გიორგი ბალიაშვილი ხუციშვილის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

იხილეთ ვრცლად

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა