"გაქანდა სიყვარულით აელვარებული თვალებით მეფისნაცვალი და ჩაეხუტა პრეზიდენტს " - ნათია ფანჯიკიძე

"გაქანდა სიყვარულით აელვარებული თვალებით მეფისნაცვალი და ჩაეხუტა პრეზიდენტს " - ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე, ცნობილ "კაბელების საქმეს" ეხმიანება და "დეფაქტო პრემიერს" საპირველაპრილოდ ათ მკაფიოდ ჩამოყალიბებულ იაფ, მარტივ და ქვეყნისთვის ეფექტურ იდეას სთავაზობს:

"მაშასადამე..

ბევრი საჯარო გაკვეთილი არ ჩამიტარებია, მაგრამ კარგი პედაგოგი რისი კარგი პედაგოგია, - ამასობაში ირიბად ცოტა განვსწავლე ჩვენი მთავრობა. არა დაქუცმაცებას და ყლუპ შეკავშირებასმეთქი სადღეგრძელო ის-ის იყო დასრულებული მქონდა, გავიხედე და მარნეულში რომ გაქანდა სიყვარულით აელვარებული თვალებით მეფისნაცვალი და ჩაეხუტა პრეზიდენტს, "იეს!!!" ვთქვი დასავლური კურსის პატრიოტებმა რომ ვიცით, იმნაირად. ხმამაღლა და აი, რაღაცნაირად, ამერიკული აქცენტით.

პირველი აპრილი ახლოვდება. ნიშანდობლივია ( მ-იშანდობლივი), ნუმეროლოგიით გატაცებულ დეფაქტო პრემიერს ტყუილების საერთაშორისო დღეს რომ შემოენიშნა სასამართლო სხდომა იმ ხუთი ადამიანის, რომელთაც ისევე არაფერი დაუშავებიათ, როგორც თქვენ, ვინც ამას კითხულობთ. ყბადაღებული კაბელების საქმე საერთოდაც არ არსებობს, თუ შეიძლება ასე ითქვას, რადგან ფული გადარიცხულიც რომ ყოფილიყო, ყოველი თეთრი იყო მიზნობრივად და უმაღლესი პროფესიონალიზმით დაგეგმილი, ( როგორც ამიხსნეს, ქსელივით იგეგმებოდა მთელ ტერიტორიაზე კომუნიკაციის სისტემა, რომ რამდენი თავი და ბოლოც არ უნდა მოესპო მტერს, მთლიანად მწყობრიდან არცერთ სიტუაციაში არ გამოვიდოდა) ფული გადარიცხულიც არ ყოფილა და არაა, დეპოზიტზე დევს საქმის ჩაბარებამდე. ანუ რაიმე სახის გაფლანგვაზე უბრალოდ აბსურდია საუბარი.

მოკლედ, ჩემი კაი სიტყვა ესაა, - ათი მკაფიოდ ჩამოყალიბებული იაფი, მარტივი და ქვეყნისთვის ეფექტური იდეა მაქვს, პირველ აპრილს თუ მიუხედავად არამართალთა ნებისა, სიმართლე იზეიმებს, პუნქტებად ვჩუქნი მთავრობას ყოველ მათგანს და თუ დააკლიკებენ, რომ კარგ, მოხერხებულ და ეფექტურ რამეს ვამბობ და უფრო მეტიც, რამე მაინც გამოუვათ, "იეს!" "იეს! "იეს!" პირველი ვიქნები ტაშის დამკვრელთა რიგებში.

და თუ ბოლომდე გათელეს სიმართლე, იდეებ ვინახამ, რაღათქმაუნდა და საბოლოოდ დავრწმუნდები, რომ ჯარისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო კაბელები არათუ შეგნებულად მოსპეს, არამედ ეკლიან "კაბელებში" გაიცვალა", - წერს ფანჯიკიძე.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს