სოფელ გურჯაანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახმა სოფელი დატოვა

სოფელ გურჯაანში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახმა სოფელი დატოვა

გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანში 25 წლის ჯაბა ელიზბარაშვილის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებული 35 წლის გიორგი ჩუგოშვილის ოჯახმა სოფელი დატოვა. მათი თქმით, სოფლიდან მათი წასვლის მიზეზი გარდაცვლილის ოჯახს შორის ამ დრომდე არსებული დაძაბული მდგომარეობაა.

სოფელ გურჯაანში გია ჩუგოშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე თანასოფლელ ჯაბა ელიზბარაშვილს სასიკვდილო ჭრილობები 20 მარტს მიაყენა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

წყარო: ick.ge

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა