ოდესმე დაგსიზმრებიათ ეს ადამიანი?

ოდესმე დაგსიზმრებიათ ეს ადამიანი?

ეს ისტორია 2006 წელს, ნიუ-იორკში დაიწყო, როდესაც ერთი ძალიან ცნობილი ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტმა, მთავარ ექიმს მამაკაცის პორტრეტი დაუხადა და უთხრა, რომ იგი ხშირად ჩნდება მის სიზმრებში და სასარგებლო რჩევებს აძლევს. ექიმმა ქალის ნათქვამს ყურადღება არ მიაქცია და ნახატი მაგიდაზე დატოვა.

რამდენმე დღის გასვლის შემდეგ, კიდევ ერთმა პაციენტმა იცნო ნახატზე აღბეჭდილი მამაკაცი. ამის შემდეგ, ექიმმა ნახატი რამდენიმე ფსიქიატრიული საავადმყოფოს ექიმებს გადაუგზავნა, რათა ის პაციენტებისთვის ეჩვენებინათ. აღმოჩნდა, რომ მამაკაცი კიდევ ოთხმა ადამიანმა ამოიცნო.

ამჟამად, უკვე 2000-ზე მეტი ადამიანია, რომელსაც იგი დასიზმრებია. აღსანიშნავია, რომ ისინი ერთმანეთთან არაფრით არ არიან დაკავშირებულები და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებში ცხოვრობენ.

მოვლენასთან დაკავშირებით რამდენიმე თეორია არსებობს: 1. ეს მხოლოდ ერთგვარი "კრებითი გამოსახულებაა", რომელიც ადამიანებს მაშინ ესიზმრებათ, როდესაც ცუდად არიან. 2. ეს არის ადამაინი, რომელმაც ისწავლა სხვის სიზმრებში მოგზაურობა, ანუ სავსებით რეალური პერსონაჟია.

იხილეთ გალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს