ბრძოლა "პრადოებისა" და 8 მოტოციკლისთვის

ბრძოლა "პრადოებისა" და 8 მოტოციკლისთვის

სამი "ტოიოტა პრადო", ერთი "მიცუბიში მონტერო" და ერთი "ლექსუსი" - ამ მანქანების შსს-გან უკან დაბრუნებას ქალაქ გორის საკრებულოს ოპოზიცია - "თავისუფალი დემოკრატები" ითხოვენ. საკრებულოს წევრი თამარ თედლიაშვილი თვლის, რომ ამჟამად შსს-ს სარგებლობაში მყოფი მანქანები მერიამ უნდა დაიბრუნოს და შემდეგ გაყიდოს. ამისათვის მას მხარდამჭერების მოძიება და დარწმუნება 27 მარტს, საკრებულოს სხდომაზე მოუწევს. 15 კაციან საკრებულოში ოპოზიცია უმრავლესობას წარმოადგენს. ოპოზიციაში შედიან: ლეიბორისტები (ერთი წევრი), "თავისუფალი დემოკრატები" - 2 წევრი; "ქართული პარტია" - 4 წევრი და "ნაციონალური მოძრაობა" - ერთი წევრი. ჯამში - 8 დეპუტატი.

ქონების მართვის სააგენტოს წერილი, რომლის მიხედვით, გორის მერიას სთავაზობენ, რომ 2008-2012 წლებში სამხარეო პოლიციის უფროსებისთვის თხოვების ხელშეკრულებით გადაცემული მანქანები ბალანსიდან მოიხსნას, საკრებულოს ბიუროს სხდომაზე ბიუროს წევრებს 2015 წლის 23 მარტს გააცნეს.

გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს "პრადოების" უკან დაბრუნების იდეა არ ხიბლავს და პოპულისტურ ნაბიჯად აღიქვამს, რადგან შსს მათ დიდი ხანია იყენებს. მაგალითად, 2008 წელს გორის მაშინდელი გამგეობის მიერ 108 000 ლარად შეძენილი "ტოიოტა ლენდკრუიზერი" 2012 წელს, ცვეთის გამო, უკვე, 43 000 ლარამდე ჩამოფასდა. ასეთივე "გაცვეთილად" სხვა მანქანებიც ითვლება. მერია ფიქრობს, რომ თუკი მანქანებს შსს-ს წაართმევს, მაშინ სამინისტროს სხვა მანქანების შეძენა მოუწევს.

რაც შეეხება მოტოციკლებს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ჯერ კიდევ 2011 წელს წერდა, რომ 21 დეკემბერს გორის მუნიციპალიტეტის მაშინდელმა გამგეობამ შსს-სთვის 8 მოტოციკლი იყიდა. აღნიშნულ მოტოციკლებთან დაკავშირებით ქონების მართვის სააგენტო არაფერს ამბობს.

იხილეთ ვრცლად

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა