არაბი პრინცესა თამამი იმიჯით, რომელმაც აღმოსავლური ბარიერების გარღვევა შეძლო

არაბი პრინცესა თამამი იმიჯით, რომელმაც აღმოსავლური ბარიერების გარღვევა შეძლო

დინა აბდულაზიზ ალ საუდი, საუდის არაბეთის პრინცესაა. მისი დიდგვაროვანი წარმოშობა ყველასთვის ცნობილია, გარდა ამისა, დინას განუმეორებელი შარმითა და უზადო სტილითაც იცნობენ. დინა ელიტური და მოდური ქალია, საუდის არაბეთის დედაქალქში არაერთ მოდურ ბუტიკს ფლობს და აქტიურად მონაწილეობს მის მენეჯმენტში. ისე ნუ წარმოიდგენთ, თითქოს მხოლოდ საკუთარი თავისა და გატაცებებისთვის იცლის - პირველ ყოვლისა დინა ბედნიერი ცოლი და 3 შვილის დედაა.

მოდი გადავავლოთ თვალი თანამედროვე პრინცესისა და დიდგვაროვანი მემკვიდრეების დედის ცხოვრებას.

დინა მოდის სამყაროში ცნობილი სახეა არა მარტო წარმომავლობით, არამედ დახვეწილი სტილითაც. ის ყოველთვის ცნობილი ბრენდების ძალიან ძვირფას სამოსსა და აქსესუარებს ყიდულობს. დინას ბუტიკში კლიენტები მხოლოდ მისი პირადი მიწვევით ხვდებიან. ამ ბუტიკისთვის დინა პირადად არჩევს სამოსს. მის რჩეულებში ხვდებიან როგორც უკვე აღიარებული დიზაინერები, ასევე დამწყებნიც. ამით დინა ნიჭიერ ახალგაზრდებს მოდის ინდუსტრიაში თავის დასამკვიდრებლად ეხმარება.

აღმოსავლელი პრონცესა სამოსს მხოლოდ პირადი გემოვნებით როდი ირჩევს. ტანსაცმელი აღმოსავლელი ქალის კულტურულ და მენტალურ შეხედულებებსაც უნდა მიესადაგებოდეს.

მაგალითად, Diane Von Furstenberg-ის კაბა ოდნავ შეცვალეს, რათა ბუტიკის ასორტიმენტში შესულიყო. მუხლამდე სიგრძის მაგივრად, კოჭებამდე დააგრძელეს.

იხილეთ ფოტოები და სრული ვერსია

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს