როგორ აღმოჩნდნენ "კომედის" მსახიობები "კანონიერ ქურდებთან" და რამდენი გადაუხადეს მათ ცეკვა-თამაშისთვის - ინტერვიუ "კანონიერი ქურდების" მეგობარ გოგოსთან

როგორ აღმოჩნდნენ "კომედის" მსახიობები "კანონიერ ქურდებთან" და რამდენი გადაუხადეს მათ ცეკვა-თამაშისთვის - ინტერვიუ "კანონიერი ქურდების" მეგობარ გოგოსთან

რამდენიმე დღის წინ უფლებადამცველმა ზურა ქადაგიძემ "კომედი შოუს" მსახიობების და ე.წ. "კანონიერი ქურდების" ფოტოები და ვიდეორგოლი გაავრცელა. ფოტოები საბერძნეთშია გადაღებული. კადრებში ჩანან ე.წ კანონიერი ქურდი ოთარ დევნოზაშვილი, მეტსახელად "პაპუნა", ე.წ კანონიერი ქურდი ვალერიანე ხარებავა, მეტსახელად "დათო ჩერეპახა სამტრედსკი", ე.წ კანონიერი ქურდი ლევან ცინცაძე, მეტსახელად "ლევან ტბილისკი", ე.წ კანონიერი ქურდი აბესალომ პაპიაშილი, მეტსახელად "ბესო", ე.წ კანონიერი ქურდი ვალერიან ჯავახაძე, მეტსახელად "ვალერი ქუთაისკი" "ყურშა", ე.წ კანონიერი ქურდი ირაკლი ლეჟავა, მეტსახელად "ლაზარე", ე.წ კანონიერი ქურდი გიორგი ენდელაძე, მეტსახელად "თავა".

Ambebi.ge-ს სუფრაზე მყოფი ერთ-ერთი ე.წ. კანონიერი ქურდის მეგობარი, უფლებადამცველი ანუკა გელოვანი დაუკავშირდა.

- ზუსტად ერთი წლის და 1 თვის წინ მოხდა ეს ამბავი. ერთ-ერთი "კანონიერი ქურდის" დაბადების დღე იყო, რესტორანში აღნიშნავდნენ ბიჭები. "კომედი შოუს" მსახიობები შემთხვევით აღმოჩნდნენ იმ რესტორანში, დაინახეს, დაუძახეს, ამღერეს, აცეკვეს და გამოუშვეს. რატომ ადარებენ "ნაციონალურ მოძრაობას" ე.წ. "კანონიერ ქურდებს" არ ვიცი. "კომედი შოუს" ბიჭებს ისეთ ხალხთან აქვთ სურათები გადაღებული, მიშას დროს ხალხს რომ აწამებდნენ. "კანონიერი ქურდის" შუკაკიძის, მეტსახელად "ნოდო გლდანსკის" ძმას 9 თვე იმიტომ დაუმატა მიშას მთავრობამ, რომ მისი ძმა იყო.

- რა თანხა გადაუხადეს ქურდებმა "კომედი შოუს" ბიჭებს?

- არ ვიცი, გადაუხადეს თუ არა თანხა.

- საიდან აღმოჩნდა ეს ფოტოები ზურა ქადაგიძის ხელში და რა რეაქცია ჰქონდათ ქართველ კრიმინალებს ფოტოების გავრცელების გამო?

- სურათები, ჩემი აზრით, თავად "კომედი შოუს" ბიჭებმა გაავრცელეს. "კანონიერი ქურდები" ფოტოებს არ გაავრცელებდნენ. ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, "კომედი შოუს" ბიჭებთან არანაირი ურთიერთობა არ აკავშირებთ. ყველამ კარგად იცის, რომ მეზიზღება "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ კანონიერ ქურდებთან ყოფნის გამო ხალხი დაკითხვაზე არ უნდა დაიბარონ. არანაირი რეაქცია არ ჰქონიათ. მათ ნახევარ თბილისთან აქვთ ფოტოები გადაღებული. კალაძის და "კანონიერი ქურდების" ფოტოები არსებობს და ტაკიმასხარებს რომ ჰქონდეთ ქურდებთან გადაღებული, რა არის გასაკვირი. მეც ვყოფილვარ ე.წ. ქურდებთან, მეც უნდა დამიბარონ დაკითხვაზე?

- შენ სად გეპატიჟებიან "კანონიერი ქურდები"?

- კიევში ვხვდები ძირითადად. ისინი ჩემთვის ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები არიან. არაფრით განსხვავებულები დანარჩენი მეგობრებისგან. კანონებიდან საერთოდ ამოსაღებია 223-ე მუხლი, ადამიანი სასჯელს არ უნდა იხდიდეს თავისი შეხედულებების გამო. თუ დანაშაულს ჩაიდენს, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა დააკავონ.

მეტი ინფორმაციისთვის| სკანდალური კადრები: "კომედი შოუს" ბიჭებმა ე.წ. კანონიერ ქურდებთან ერთად დაბადების დღე ბერძნულ რესტორანში აღნიშნეს [+VIDEO]

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია