რა ქონებას ფლობენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები

რა ქონებას ფლობენ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე და მინისტრები

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ვახტანგ ყოლბაიას ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 13 მაისს აქვს შევსებული. დოკუმენტის მიხედვით, ყოლბაია 120.00 კვ.მ ფართობის საცხოვრებელ სახლს სოხუმში, ხოლო 2 000.00 კვ.მ ფართობისა და 800.00 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს გალში ფლობს.

რაც შეეხება მის საბანკო ანგარიშებს, ყოლბაიას "ბაზის ბანკის" სახელფასო ანგარიშზე 1 800.00 ლარი, ამავე ბანკის საკრედიტო ანგარიშზე კი 3 500.00 დოლარი ერიცხება. ყოლბაიას საკრედიტო ანგარიში გახსნილი აქვს "რესპუბლიკა ბანკშიც", სადაც 5 500.00 ლარი ირიცხება.

მას აქვს "ტაო პრივატ" ბანკის 5 000.00 ლარიანი საკრედიტო ბარათიც.

რაც შეეხება მის სახელფასო შემოსავალს წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრობისთვის მან 7 910.00 ლარი მიიღო. ხოლო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებისთვის - 34 423.96 ლარი.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის, დიმიტრი ჯაიანის 2014 წლის 11 დეკემბერს შევსებული დეკლარაცია ასე გამოიყურება:

მის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა "ჰუნდაი ტუცსონ", 2006, სახ.ნომერი - საკ771. რაც შეეხება საცხოვრებელ სახლს, 100. 00 კვ.მ ფართობის ბინას თბილისში, ის ჯაიანის მეუღლის, გულნარა ჯაიანის მფლობელობაშია.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის სახელფასო ანგარიშზე, "ტაოპრივატ ბანკში" 50.00 ლარი ირიცხება.

მის სახელზეა სამომხმარებლო სესხი "ტაო პრივატ ბანკში", რომელიც 5 000.00 ლარს შეადგენს.

აღნიშნულ პოზიციაზე წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიღებული აქვს 8 346.00 ლარი.

სარემონტო სამუშაოსთან დაკავშირებული ხარჯი, გასავალი კი 2 400.00 ლარს შეადგენს.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა