მთისპირში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

მთისპირში მოსახლეობამ გზა გადაკეტა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირში მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ისინი "ბახვი-3 ჰესის" მშენებლობას აპროტესტებენ, რომელმაც მოსახლეობის თქმით, სოფლის გზა გააფუჭა.

"ბავშვები, მოხუცები უმძიმეს პირობებში იმყოფებიან, წვიმაა და ტალახში ვისვრებით, დარია და მტვერი გვახრჩობს. სულ გაფუჭდა გზა, შემკეთებელი კი არავინ არის. მოგვაქციონ ყურადღება", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

შპს "ბახვი 3 ჰესის" ჰიდროელექტროსადგურის სამშენებლო სამუშაოები სოფელ მთისპირში 2011 წლიდან დაიწყო.

წყარო: gurianews.com

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა