როგორ შენდებოდა ფუნიკულიორი და ტილო, რომელიც ფიროსმანმა საბაგირო გზას მიუძღვნა

როგორ შენდებოდა ფუნიკულიორი და ტილო, რომელიც ფიროსმანმა საბაგირო გზას მიუძღვნა

ფუნიკულიორის ტერიტორია XIX საუკუნის მეორე ნახევარში აითვისეს, მანამდე ის ერთ ''ვერანსა და უდაბურ'' ადგილს წარმოადგენდა, სადაც თითქმის სრულიად არ იყო სიმწვანე. მთაწმინდის მოტიტვლებული ფერდობებიდან ნიაღვარს ქვიშა და შლამი ჩამოჰქონდა, რომელიც მთის ქვევით არსებულ ქუჩებს ანაგვიანებდა...

...და იმ პერიოდში, როდესაც გოლოვინის პროსპექტზე (ახლანდელი რუსთაველის გამზირი), ''ევროპული თბილისი'' იწყებდა სიცოცხლეს და მოსახლეობაც ნელ-ნელა ტრადიციულ ქართულ სამოსს ევროპული კოსტიმებით ანაცვლებდა, მამადავითის მთა თბილისელთა ყურადღების ცენტრში მოექცა. გაჩნდა იდეა, რომ მთაწმინდა შეიძლებოდა, მშვენივრად გაშენებულიყო ისე, რომ ხალხს იქ სეირნობის საშუალება ჰქონოდა.

ბევრს სურდა მშენებარე ქალაქისათვის ზევიდან გადმოეხედა და თბილისის ხედით საქართველოში ჩამოსული უცხოელი სტუმარიც დაეტკბო, ამიტომ იქ ასასვლელი გზის გაყვანა გახდა საჭირო. მთაწმინდის რელიეფის შესაფერისი კი სამთო-საბაგირო რკინიგზა, ფუნიკულიორი თუ იქნებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფუნიკულიორი ლათინური სიტყვიდან ''ფუნის'' წარმოდგება და ბაგირს, თოკს ნიშნავს. ასეთი გზები მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში გაჰყავდათ და ისინი დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ.

გამოჩნდა საქმის მოთავეც - თბილისის ''კონკის'' დირექტორი, ბელგიელი ინჟინერი ალფონს რობი. მანამდე, მთაწმინდა სპეკულაციის ერთგვარ წყაროს წარმოადგენდა. ხან ''ქალაქის მამები'' იყენებდნენ ფულის მოსახვეჭად და ხანაც - კერძო მესაკუთრეები. რევოლუციური მოძრაობის გარიჟრაჟზე, 1901 წელს, ერთმა რევოლუციონრმა, გიორგი ლელაშვილმა იქ არალეგალური სტამბა მოაწყო, რომელიც პროკლამაციებს ბეჭდავდა და თბილისში ავრცელებდა. ცნობილია, რომ ერთხანს მთაწმინდის ფერდობებზე არალეგალურ კრებებს ატარებდა სტალინიც.

ალფონს რობიმ ფუნიკულიორის მშენებლობის იდეა 1896 წელს წამოაყენა. თავისი გადაწყვეტილება ქალაქის მმართველობას გააცნო და ფუნიკულიორის გაყვანის ნებართვა ითხოვა. ჯერ იყო და, მოლაპარაკების პროცესი სამი წელი გაიწელა, ქალაქის მმართველობამ ინჟინერს მხოლოდ 1900 წლის ზამთარში დართო ნება, ფუნიკულიორის მშენებლობა დაეწყო, მაგრამ ამ დროს ბელგიელმა მთაწმინდის მიწა ნაკვეთებად დაყო და ასე ვთქვათ, აგარაკების სახით მის გაყიდვას შეუდგა. როგორც ჩანს, ფუნიკულიორის მშენებლობის საკითხმა მისთვის მეორე ეტაპზე გადაინაცვლა, მაგრამ შეძენილი მიწების მფლობელები განაწყენდნენ და რობის წინააღმდეგ საჩივარი აღძრეს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს