ბახმაროს თვალწარმტაცი ბუნება (+გალერეა)

ბახმაროს თვალწარმტაცი ბუნება (+გალერეა)

ბახმარო მეტად თავისებური, უნიკალური კურორტია აჭარა-გურიის მთაგრეხილზე, ზღვის დონიდან 2050 მეტრზე. ბახმაროს ტერიტორია ერთგვარ ქვაბულს წარმოადგენს, რომელიც გარშემორტყმულია ნაძვისა და სოჭის საუკუნოვანი მარადმწვანე მცენარეებით, შემდეგ კი ულამაზესი ალპური ზონა იწყება. აღმოსავლეთიდან ბახმაროს დაჰყურებს ლენჭის სერი (2505 მეტრი), რომელსაც "მზის ამოსვლის" მთასაც ეძახიან.

თითქმის ყველა ისტორიული მასალით მტკიცდება, რომ ბახმაროს აღმომჩენი ხალხი მწყემსებია, რომლებმაც პირველებმა გაიკვლიეს გზა მაღალმთიანი საძოვრებისაკენ და ასე მიაგნეს ბახმაროს. იგი შემდგომში იქცა მუდმივ საძოვრად, ხოლო უფრო გვიან - სააგარაკო ადგილად.

იხილეთ გალერეა

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს