ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორს მანქანაში ხელყუმბარა ჩაუდეს და მოკვლით დაემუქრნენ

ლაგოდეხის ნაკრძალის დირექტორს მანქანაში ხელყუმბარა ჩაუდეს და მოკვლით დაემუქრნენ

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელს გიორგი სულამანიძეს ავტომანქანის საბარგულში ხელყუმბარა ჩაუდეს და წერილი დაუტოვეს, სადაც წერია: "აქედან წადი, თორემ მოგკლავთ!". სულამანაძის განცხადებით, ხელყუმბარა ნახევრად საბრძოლო მდგომარეობაში იყო.

როგორც ნაკრძალის დირექტორი ამბობს, მანქანაში ხელყუმბარის არსებობის შესახებ მას შემდეგ შეიტყო, რაც მანქანით გადაადგილებისას საბარგულში ჩადებულმა ხელყუმბარამ მოძრაობა დაიწყო და ხმაური გამოიწვია.

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს გიორგი სულამანიძემ განუცხადა, სავარაუდოდ, ვიღაც დაინტერესებული პირი ცდილობს, მას სამსახურიდან წასვლა აიძულოს. მისივე ვარაუდით, ეს თანამდებობის დაკავების ინტერესით უნდა იყოს გამოწვეული. აღნიშნული ფაქტი მუქარის მეორე შემთხვევაა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა