"მე მივეცი იდეა" - რას მალავენ NASA-ში მიმავალი ახალგაზრდები

"მე მივეცი იდეა" - რას მალავენ NASA-ში მიმავალი ახალგაზრდები

ახალციხის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეები ირაკლი კაპანაძე და კარლო ხუციშვილი, რომლებმაც მულტიკლიმატიზატორი გამოიგონეს, მოწყობილობას მსოფლიოს რამდენიმე დღეში გააცნობენ. ახალგაზრდა გამომგონებლები აშშ-ში, NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ინოვაციების სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.

NASA-ში მიმავალი მოსწავლეების თქმით, მოწყობილობის შექმნის იდეა მათ კახეთის დასეტყვის შემდეგ გაუჩნდათ. თუმცა საპირისპიროს ამტკიცებს პროგრამისტი თემურ იოსელიანი. როგორც ინსტრუქტორი ირწმუნება, ირაკლი კაპანაძეს იდეა თავად მიაწოდა, თუმცა, ამის შესახებ ახალგაზრდებს არსად უსაუბრიათ.

"მე მივეცი იდეა, მაგრამ იდეის განვითარება თავად უნდა გაეკეთებინა ირაკლის. როცა პრობლემას წააწყდებოდნენ, მოდიოდნენ და მე ვაძლევდი სწორ მიმართულებას. შექება ან მადლობა გადაეხადათ ჩემთვის, ასეთი რამე არავის გაუკეთებია", - ამბობს თემურ იოსელიანი.

წყარო: sknews.ge

”სამხრეთის კარიბჭე”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა