ამერიკის დროშიანი ბაბუ, ომარ მაგრაქველიძე ამერიკაშია. ომარ მაგრაქველიძეს აშშ-ის საელჩომ ამერიკის ათწლიანი ვიზა მისცა. ამის შესახებ ინფორმაცია ნანუკა ჟორჟოლიანმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე იანვარში გაავრცელა.
"ბაბუს ამერიკის საელჩომ ათწლიანი ვიზა ჩაურტყა! მივდივართ გაზაფხულზე. ნანუკას შოუ და ბაბუ ერთად",- წერდა ჟორჟოლიანი.