მიმდინარე ასწლეულში, მთვარის ყველაზე ხანმოკლე დაბნელება შაბათს არის მოსალოდნელი, რომლის დანახვასაც სრულად შეძლებენ აშშ-ს, ავსტრალიის, აღმოსავლეთ რუსეთისა და აზიის რეგიონის მცხოვრებლები.
ამ დროს დედამიწის თანამგზავრი 5 წუთზე ნაკლები დროით სისხლისფერ-წითელ ფერს მიიღებს. საქართველოს დროით ეს მოვლენა 14:16 საათზე დაფიქსირდება და 4 წუთსა და 43 წამის განმავლობაში გაგრძელდება.
როგორც NASA-ში განაცხადეს, მთვარის ყველაზე ხანმოკლე დაბნელება 500 წლის წინ, მე-16 საუკუნეში დაფიქსირდა, რომელიც დაახლოებით ერთ წუთს გაგრძელდა. გასულ საუკუნეში კი მსგავსი მოვლენა 15 წუთამდე გაგრძელდა. მთვარის მომდევნო დაბნელება 2015 წლის 28 სექტემბერსაა მოსალოდნელი.