პანკისის ხეობიდან 2 ბავშვი დაიკარგა - არსებული ინფორმაციით ისინი სირიაში წავიდნენ

პანკისის ხეობიდან 2 ბავშვი დაიკარგა - არსებული ინფორმაციით ისინი სირიაში წავიდნენ

ორი დღეა პანკისის ხეობაში ორ ბავშვს, სოფელ ომალოს სკოლის მე-11 და მე-10 კლასის მოსწავლე ბიჭებს ეძებენ. კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის მათი ვინაობა ცნობილია, თუმცა საინფორმაციო ცენტრი მათ გვარებს არ ასახელებს.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის ინფორმაციით, ბავშვები საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, სირიაში წავიდნენ. სკოლის დირექტორის ბელა გუნაშაშვილის განცხადებით, ბავშვების დაკარგვის შესახებ გუშინ, მათი მშობლებისგან შეიტყო.

"არის ინფორმაცია, რომ საზღვარი გადაკვეთეს. ერთმა მე-11 კლასი ექსტერნის წესით დაამთავრა, მეორე მე-10 კლასის მოსწავლე იყო, კარგად სწავლობდა. მშობლებისგან გუშინ გავიგე, რომ ხეობაში აღარ არიან", - განუცხადა ომალოს სკოლის დირექტორმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა