"ამასაც უარყოფს საფრანგეთის ელჩი?" - ნათია ფანჯიკიძის "სამხილები"

"ამასაც უარყოფს საფრანგეთის ელჩი?" - ნათია ფანჯიკიძის "სამხილები"

თავადცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს აქვეყენებს, წარწერით: "ამასაც უარყოფს საფრანგეთის ელჩი?"

"ეს კაცი მარტო არ გაიშვება არსად, მეგონა სამშობლოს დაცვაზე ზრუნავდა და აწერდა ხელს და თურმე ქორწინება გაუფორმებია.მაშინ უნდა გავშორებოდი, პირველად რომ მიმითითეს. დამღუპავს გულუბრყვილობა.

პ.ს. ერთი რაჭაში, ჩემს სოფელში მომეხმარეთ ელემენტარულ კეთილმოწყობაში, წყლის საკითხის მოწესრიგებაში და წავალ, ვიბუჩქუტუნებ ჩემთვის, სტაფილოს მოვიყვან, გამოგიგზავნით კიდეც. ამასაც წავიყვან მოტყუებით, ატაში მიმყავხარ-თქო და მივასკოჩავ ამირანივით რომელიმე ხომლს ახლომახლო. გინდა თავი დაგიცვიათ, გინდა ჩრდილო კორეას შეერთებიხართ. არ მომკლეს ეს ჩიტოსანი ქალი?"

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა რენო სალენსმა განაცხადა, რომ ქართული მხრიდან ფრანგ მწარმოებლებთან არანაირ ვალდებულებაზე ხელი მოწერილი არ ყოფილა. ელჩის თქმით, ქართულ მხარესა და ფრანგულ მწარმოებლებს შორის იყო მხოლოდ განხილვები, რომელიც ახლაც გრძელდება.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს