აშშ-ში სტრანსსექსუალთა პირველი სკოლა გაიხსნა

აშშ-ში სტრანსსექსუალთა პირველი სკოლა გაიხსნა

აშშ-ში ნიუ-ჯერსის შტატში ტრანსსექსუალთა სკოლა გაიხსნა. დაწესებულებაში არა ბავშვებს, არამედ ზრდასრულ ტრანსექსუალებს იღებენ, რომლებსაც ასწავლიან თუ როგორ დაემსგავსონ იდეალურ ქალებს. სკოლაში ასწავლიან ქუსლებზე სიარულს, კაბის შერჩევას აღნაგობის მიხედვით, ქალურ საუბარს, მაკიაჟისა და მანიკურის გაკეთებას. ავარჯიშებენ ქალურ სიარულის მანერაში და რაც მთავარია, როგორ დამალონ წვერი.

სკოლის მფლობელს ელენ ვეირიჩს ტრანსექსუალებთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მეცადინეობებიც მის სახლში ტარდება, სადაც ქმართან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. მოწაფეთა განკარგულებაშია მდიდარი გარდერობი და ფოტოსტუდია, სადაც პროფესიონალური ფოტოების გადაღება შეუძლიათ.

ერთ-ერთი კლიენტი, სახელად ელისონი აცხადებს, რომ სკოლა ქალური უნარ-ჩვევების მიღებაში ძალიან დაეხმარა. "მე საკმაოდ ახოვანი აღნაგობა მაქვს, ამიტომ ძალიან მჭირდებოდა ქალური მოძრაობების სწავლა", - აცხადებს ტრანსექსუალი, რომელიც მეუღლესთან ცხოვრობს და შვილებიც ჰყავს.

სკოლის ხელმძღვანელის თქმით, ტრანსექსუალებს მსგავსი წვრილმანების შესასწავლად ძალიან მწირი შესაძლებლობები აქვთ. ამგვარ მომსახურებას დღეს მათ არავინ სთავაზობთ, თითო გაკვეთილი 40-დან 400 დოლარამდე ღირს. რაზეა დამოკიდებული ფასის სხვაობა, ჯერ-ჯერობით უცნობია.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს