ალბათ ნებისმიერ თქვენგანს აინტერესებს, რა სახის ბიზნესი შეეფერება და აქვს თუ არა რეალურად დიდი ფულის შოვნის შანსი ცხოვრებში. გთავაზობთ სიანტერესო ვიზუალურ ტესტს, რომლის მიხედვითაც გაარკვევთ თქვენში არსებულ კომერსანტის ნიჭს და ბიზნეს-შესაძლებლობებს. საამისოდ საჭიროა წარმოდგენილი ფოტოკოლაჟიდან, ერთი თქვენთვის მისაღები კომპოზიცია აირჩიოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ნახოთ ტესტის პასუხები.
1. მიგაჩნიათ, რომ დოლარი - ეს ვალუტის კლასიკური სახეა, სხვა ფულს არ ცნობთ. თუმცა ამასთან ერთად, საკმაოდ მაღალი მორალური პრინციპების მქონე ინდივიდი ხართ, არცთუ მაინცდამინც ძუნწი. დახვეწილ გემოვნებასთან ერთად, მაღალი სტანდარტები გაგაჩნიათ. ყველაფერს ორიგინალური თვალით უყურებთ. ტიპური "ვორკოჰოლიკი" ხართ და მუყაითობას ითხოვთ სხვებისგანაც. თუმცა, ამას ფულის სიყვარული ან სიხარბე როდი გაიძულებთ, უბრალოდ გსურთ, სამყარო თქვენთვის და გარშემო მყოფებისთვისაც გაცილებით უფრო კომფორტულ ადგილად აქციოთ. კომფორტი კი, მოგეხსენებათ ფულით იყიდება. შესაძლოა, მტერიც ბევრი გყავთ და მოწინააღმდეგეც, მაგრამ როგორც წესი იშვიათად ხარჯავთ დროს სხვისი აზრების მოსასმენად.
2. კრეატიული ადამიანი ხართ, კარგი იუმორის გრძნობით. სწორედ ეს თვისება დაგეხმარებათ ბიზნესში. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და პროფესიისთვის თავდადებული ინდივიდი ბრძანდებით. თუმცა სხვებზე ზრუნვა და მფარველობაც არ გავიწყდებათ. არ გეშინიათ პასუხისმგებლობის აღების, თუმცა თუ არ გთხოვენ, ისე არავის არაფერს სთავაზობთ. ადამიანებში მალე იმსახურებთ ნდობასა და პატივისცემას. გამჭრიახი, სწრაფი და მოქნილი ხართ. ყოველთვის გაქვთ მოსაყოლი რაიმე ისეთი ინფორმაცია, რომელიც სხვებს აინტერესებს. კარგად იყენებთ ინოვაციურ ხედვას და ტექნოლოგიებს. ე.წ. "მასისგან" გამორჩეული ინდივიდი ხართ, მაგრამ ვერც "რუხ კარდინალს" დაგარქმევთ ვინმე.
გაგრძელება