რა არის გახშირებული შარდვის მიზეზი ქალებში

რა არის გახშირებული შარდვის მიზეზი ქალებში

გახშირებული შარდვა ანუ პოლაკიურია სხვადასხვა დაავადების დროს გვხვდება. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ცისტიტი - შარდის ბუშტის ანთება, რომელიც შარდ-სასქესო ორგანოთა დაავადებებს შორის საკმაოდ ხშირია და გვხვდება ორივე სქესის წარმომადგენლებში.

თუმცა, ცისტიტით უმთავრესად ქალები ავადდებიან, რაც მათი შარდ-სასქესო ორგანოების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით აიხსნება. ქალები ცისტიტით ავადდებიან ყველა ასაკში. ხელშემწყობ ფაქტორებად ითვლება ორსულობა, კლიმაქტერული და პოსტმენოპაუზის პერიოდი. დაავადება, უმრავლეს შემთხვევაში, ინფექციური ხასიათისაა, იშვიათად - არაინფექციური. ინფექცია შარდის ბუშტში შეიძლება მოხვდეს შარდსადენი მილიდან, თირკმელებიდან, მცირე მენჯის ღრუს ორგანოებიდან. შეიძლება გავრცელდეს ჰემატოგენური (სისხლის საშუალებით) და ლიმფოგენური (ლიმფის საშუალებით) გზით.

შარდის ბუშტში ინფექცია სრულებითაც არ არის საკმარისი ანთების განსავითარებლად. ანთებითი პროცესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აღმოცენდება, თუ არსებობს სხვა ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებიც განაპირობებენ შარდის ბუშტის ლაბილობას ინფექციის მიმართ; ასეთია მაგალითად, შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ტრავმული დაზიანება, უროსტაზი (შარდის შეგუბება), კენჭებისა და უცხო სხეულის არსებობა, სიმსივნური პათოლოგია, საკვერცხეების ანთება, შარდის ბუშტის დივერტიკული (ორგანოს ჯიბისებრი დანამატი), ზოგადად ინფექცია, რომელიც იწვევს ორგანიზმის დამცველობითი უნარის დაქვეითებას, ავიტამინოზი, დიაბეტი, ალერგიული ფონი, მცირე მენჯის ღრუში ვენური სტაზი და სხვა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს