"საქმე გვაქვს პროფესიონალთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას ეწევა" - ლევან იზორია პოლიციელის მკვლელის შესახებ ახალ დეტალებს ამხელს

"საქმე გვაქვს პროფესიონალთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას ეწევა" - ლევან იზორია პოლიციელის მკვლელის შესახებ ახალ დეტალებს ამხელს

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, ლევან იზორიას ინფორმაციით, ცალსახად შეიძლება თქმა, რომ დღეს და გუშინ - თბილისსა და ბორჯომში მომხდარ შემთხვევებში პოლიციელებს ერთი და იგივე პირმა ესროლა. როგორც იზორიამ "იმედის კვირაში" განაცხადა, ეს არის ვინმე შალვა აბულაძე.

"მადლობა, რომ ასეთი დიდი ინტერესია ამ ფაქტისადმი, ეს დიდი თანადგომაა ჩვენი უწყებისა და მარგიშვილის ოჯახის მიმართ. მინდა სრულყოფილი ინფორმაცია მივაწოდო საზოგადოებას, თუ რა მოხდა წუხელ ღამით და დღეს დილით, გაჟღერდა ასევე ბორჯომში მომხადრი ფაქტის შესახებ.

დავიწყებ წუხანდელი ფაქტით, დაახლოებით 9 საათისთვის პოლიციელები ასრულბდნენ რა თავიანთ სამსახურებრივ მოვალეობას და ჰქონდათ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება, მათ შორის გარკვეული დასაბუთებული ვარაუდის საფუძველზე, მიემართათ პიროვნებისთვის მისი ვინაობის დადგენის მიზნით, რაც განახორციელეს, კერძოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ, როგორც კი მათ მიმართეს ამ პიროვნებას, საბუთები მოსთხოვეს, სრულიად მოულოდნელად მოხდა გასროლა ამ პიროვნების მხრიდან და სამწუხარო შედეგი დადგა.

9 საათის შემდეგ მთელი სამინისტრო, ბატონი მინისტრის ხელმძღვანელობით იყო მობილიზებული, განხორციელდა სამძებრო ღონისძიებები. დილის 6 საათზე იგივე პიროვნება, რომელიც გადაადგილდებოდა შენიღბული ფორმით, იქნა პოლიცილების მიერ შეჩერებული. აქ ჰონდა უკვე ორმხრივ სროლას ადგილი. დამნაშავემ შეძლო და მიიმალა, თუმცა ნივთმტკიცებები იქნა ამოღებული, მათ შორის ჩატარდა მასრების ექსპერტიზა და ჩვენ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, თუ ვინ არის ბრალდებული პიროვნება, ეს არის პიროვნება, რომელიც ასევე იძებნებოდა... ბორჯობში როდესაც პრაქტიკულად ანალოგიურ ფაქტს ჰქონდა ადგილი. პოლიციელბმა სწორედ ამ ძებნილი პიროვნების შეჩერება სცადეს, მაშინაც მან სრულიად მოულოდნელად ესროლა პოლიციელს და სამწუხარო შედეგი დადგა. ეს სამივე შემთხვევა და ამ შემთხვევებიდან ამოღებული მასრები, ექსპერტიზა ცალსახად ადასრურებს, რომ ერთი იარაღიდან მოხდა გასროლა. ჩვენ ვიცით ბრალდებულის ვინაობა. ამის შესახებ ბატონმა მინისტრმაც გააჟღერა. ყველა ზომას ვიხმართ იმისთვის, რომ ძალიან პრინციპულები ვიყოთ. ეს არის ვინმე შალვა აბულაძე.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ მოხერხდა ბორჯომში პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული პირის დაკავება ამ დრომდე და როგორ მოახერხა მან, დღეს დილით გაქცეოდა სამართალდამცველებს, იზორია აცხადებს, რომ საქმე გვაქვს სერიოზულ დამნაშავესთან, პროფესიონალთან, რომელიც ასკეტურ ცხოვრებასაც კი ეწევა და დადგენა, თუ სად იმყოფება რთულია.

ცნობილია, რომ 1977 წელს დაბადებული შალვა აბულაძე სასჯელს იხდიდა მკვლელობის მცდელობისთვის, ცეცხსასროლი იარაღის ქონისა და მარიხუანას მოხმარებისთვის. სასამართლომ მას 20 წელი მიუსაჯა, თუმცა ამნისტიით მას სასჯელი 8 წლამდე შეუმცირდა, შემდეგ კი უდოს დასკვნით პატიმარმა სასჯელაღსრულების დაწესებულება 7 წელიწადში დატოვა.

იხილეთ ასევე: ვინ უწოდებს მკვლელობაში ეჭვმიტანილ შალვა აბულაძეს ქვეყნის პატრიოტს და რა ინფორმაციას ავრცლებს მის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანი

პროკურატურა გარდაცვლილი პოლიციელის მკვლელობაში ეჭვმიტანილის ფოტოს აქვეყნებს და საზოგადოებას აფრთხილებს

"შალვა აბულაძე ძალიან კარგად ფლობს მოტოციკლს" - რატომ ურჩევს გიორგი ონიანი შსს-ს ხარძიანის მკვლელობის დროს ანძების გადამოწმებას

ლევან იზორია - პოლიციელის უფლებამოსილებების გასაზრდელად, შესაძლოა, კანონპროექტი მომზადდეს

"... და მერე წავალ უმისამართოდ" - რა დაწერა მოკლულმა პოლიციელმა" "ფეისბუქში" უკანასკნელად

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ