ბესიკ ხარძიანის შვილის ემოციური წერილი მამის მკვლელს

ბესიკ ხარძიანის შვილის ემოციური წერილი მამის მკვლელს

საკუთარ სახლთან მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის ქალიშვილი, ქეთა ხარძიანი მამის მკვლელს მიმართავს. ის წერილს "ფეისბუქის" საშუალებით ავრცელებს.

Fb.com/ ქეთა ხარძიანი:

"მამაჩემის მკვლელო!

მოკლული მამაჩემის შვილობა მირჩევნია ცოცხალი არაკაცი მამის შვილობას! მითუმეტეს, რომ იმას ვერ მოკლავ, რისთვისაც მამაჩემი მოკალი! იმას ვერ იყიდი, რაც მამაჩემს ჰქონდა, აქვს და ექნება!

შენ ყველაზე კარგად იცი, რა გაგიჟებდა და გაცოფებდა მასში ისე, რომ ჯერ მისი სახელის გაფუჭება (რაც არ გამოგივიდა და არც გამოგივა არასდროს რა დონის ტყუილებიც არ უნდა იძახო), მერე კი მისი მოკვლა გადაწყვიტე, მაგრამ სინამდვილეში ანგელოზებთან გაუშვი! იქ, სადაც მართალნი განისვენებენ!", - წერს ქეთა ხარძიანი.

Fb.com-ზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტი

შეგახსენებთ, რომ 28 მარტს, დაახლოებით 14.00 საათზე ბიზნესმენი ბესო ხარ­ძიანი თბილისში, მარაბდის #25-ში, საკუთარი სახლის წინ მო­კლეს. მკვლელმა, რომელიც მოპე­დით მოძრაობდა, ბიზნესმენს სადარბაზოში ზურგიდან სამი ტყვია ესროლა. ხარძიანი რესპუბ­ლ­იკ­ურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბიზნესმენის მკვლელობის­ საქმეს სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი იძიებს.

მკვლელობის შემდეგ კილერი­ შემთხვევის ადგილიდან მოპედით მიიმალა. მოპედი სამართალდამც­ველებმა კეკელიძის ქუჩაზე იპოვეს.

ასევე დაგაინტერესებთ| იცოდეთ, ბოლო ობოლი არ ვარ, რომელსაც მშობელს დღისით მოუკლავენ - ინტერვიუ მოკლული ბიზნესმენის შვილთან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია