რომელი პროდუქტი უნდა მიირთვან მამაკაცებმა

რომელი პროდუქტი უნდა მიირთვან მამაკაცებმა

ზოგიერთი პროდუქტი აძლიერებს თავის ტვინში ენდორფინებისა და სეროტონინის გამოყოფას და სქესობრივ ლტოლვას. ასეთია ყავა და კონიაკი, ხიზილალა, შავი შოკოლადი. ძლიერი სქესობრივი სტიმულატორია კვერცხიც, განსაკუთრებით კი კვერცხისა და ნაღებისგან მომზადებული კოქტეილი. გასტრონომიულ მაგიაში მთავარი ადგილი მაინც სასმელებს უკავია. ამ მხრივ მშრალ წითელ ღვინოს ვერაფერი შეედრება. ალკოჰოლის მცირე დოზა დაძაბულობას ხსნის და ადამიანს რომანტიკული საქციელისკენ უბიძგებს.

ყვავილის მტვერი სუპერსაკვებია, რომელიც დღეისთვის ცნობილ პრაქტიკულად ყველა საკვებ ნივთიერებას შეიცავს. მას უხსოვარი დროიდან იყენებდნენ ათლეტები ძალ-ღონის მოსამატებლად და ამტანობის გასაზრდელად. სქესობრივი ინტერესის გაზრდის უნარის წყალობით კი ის მართლაც რომ სუპერპროდუქტია.

თუთია - მონაწილეობს ტესტოსტერონის სინთეზში, ასე რომ, მარწყვი და ჟოლო, რომანტიკული ვახშმის ტრადიციული ელემენტი, სქესობრივ სურვილს სწორედ თუთიის მაღალი შემცველობის წყალობით აძლიერებს.

რკინა სქესობრივი ენერგიის წყაროა. ფოსფორი მნიშვნელოვანი ელემენტია ტვინისა და ნერვების სრულყოფილი მუშაობისთვის. იგი ადამიანის სექსუალური ენერგიის ხარისხს განაგებს. A ვიტამინის დეფიციტი არღვევს სასქესო ორგანოების სეკრეციას.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს