დაბინძურებული საკვებით ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი იღუპება

დაბინძურებული საკვებით ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი იღუპება

ჯანმრთელობის მსოფლიო დღე (World Health Day) აღინიშნება 1948 წლიდან, ყოველ 7 აპრილს. ეს თარიღი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შექმნას (World Health Organization, WHO) უკავშირდება. აქედან მოყოლებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი გახდა მსოფლიოს 194 ქვეყანა. ჯანმრთელობის დღის აღნიშვნა ტრადიციად 1950 წლიდან იქცა. ამ დღის უმთავრესი მიზანია ადამიანებისათვის ჯანმრთელობის მნიშვნელობის შეხსენება.

ყოველწლიურად ჯანმრთელობის მსოფლიო დღე ეძღვნება გლობალურ პრობლემებს, შესაბამისად, განსხვავებული დევიზებით. 2009 წლის ღონისძიების მთავარი თემა იყო სამედიცინო დაწესებულებების უსაფრთხოება და სამედიცინო პერსონალის სრული მზადყოფნა საგანგებო სიტუაციებში დაზარალებულთა დასახმარებლად. 2010 წლის დევიზი იყო "1000 ქალაქი-1000 სიცოცხლე", შესაბამისად დღის ფოკუსში იყო ურბანიზაცია და ჯანმრთელობა. მთელ მსოფლიოში ჩატარდა ღონისძიებები იმისათვის, რომ ქალაქებში, ქუჩებში შეიქმნას გამაჯანსაღებელი ღონისძიებების ჩასატარებელი პირობები.

2011 წელს განხილული იყო თემა - ანტიმიკრობული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა. ანტიბიოტიკებისაImageდმი ინფექციური დაავადებების გამომწვევი ინფექციური აგენტების რეზისტენტობა (ინგლ. resistance, მდგრადობა) ანტიბაქტერიული თერაპიის ეფექტურობის შეზღუდვის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პლანეტაზე სიტუაცია სწრაფად იცვლება და პრობლემა აქტუალურობას იძენს.

2012 წელს ამ დღის თემა იყო "სიბერე და ჯანმრთელობა". ორგანიზატორები პედალირებდნენ იმაზე, რომ მოფრთხილებული ჯანმრთელობა მთელი ცხოვრების განმავლობაში დაეხმარება ხანდაზმულ ადამიანებს, იცხოვრონ სრულფასოვნად და პროდუქტიულად. მიუხედავად იმისა, სად ცხოვრობ, სიბერე ყველას ეხება- ახალგაზრდასა და ხანდაზმულს, ქალსა თუ მამაკაცს, მდიდარსა და ღარიბს...

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს