"ოცნების" დეპუტატი: "მარხვაზე ვარ და რას მეკითხებით ამ ვნების კვირაში?"

"ოცნების" დეპუტატი: "მარხვაზე ვარ და რას მეკითხებით ამ ვნების კვირაში?"

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესაში ქვეითად მოსიარულე ზვიად ფუტკარაძეს "ჰონდას" მარკის ავტომობილი 3 აპრილს, შებინდებისას დაეჯახა. თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანას ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ ჩხაიძე მართავდა, რომელიც სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპუტატმა დაზარალებული მიატოვა და მისი ამბავი მხოლოდ მას შემდეგ მოიკითხა, როცა ფუტკარაძის ახლობლებმა მიაკითხეს.

თავად თემურ ჩხაიძეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არცერთ მედიასაშუალებასთან არ გაუკეთებია, "გურია ნიუსთან" კი აცხადებს, რომ ნასვამი არ ყოფილა.

"არავითარი პრობლემა არ არის. ყველაფერი ნორმალურადაა. ვნების კვირაა, მარხვაზე ვარ და რას მეკითხებით ამ ვნების კვირაში? ბზობაა, ხარებაა... ამას როგორ მეკითხებით?! მე თვითონ ვეპატრონე. მეორე დღეს ქუთაისში წავიყვანე. მიმიტოვებია? - ის ხომ არა ვარ", - ამბობს ჩხაიძე.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა