Victoria’s Secret-ს მოდელები ანაზღაურების შემცირების გამო ტოვებენ

Victoria’s Secret-ს მოდელები ანაზღაურების შემცირების გამო ტოვებენ

ქალის თეთრეულის მწარმოებელი ცნობილი კომპანია უკვე დატოვეს ისეთმა მოდელებმა, როგორებიც მირანდა კერი, კარლი კროსი და დაუტცენ კრუსი არიან.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ცნობით, მიზეზი სავარაუდოდ, ანაზღაურების შემცირება და სამუშაო დროის გაზრდაა. Victoria’s Secret-ის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კარლი კლოსმა დატოვა კომპანია. თუმცა, ამის მიზეზად მოდელის დროს სიმცირეს ასახელებენ. რაც შეეხება დაუტცენ კრუსს, მისი წარმომადგენელი "ტვიტერზე" წერს, რომ მოდელის Victoria’s Secret-იდან წასვლა სხვა შემოთავაზებას უკავშირდება.

გამოცემა Page Six-ის ცნობით, შემდეგი მოდელი, რომელიც Victoria’s Secret-ს დატოვებს, შესაძლოა, ალესანდრა ამბროსიო იყოს. "ალესანდრა ამბროსიოსთან დადებული ადრინდელი ხელშეკრულების მიხედვით, მოდელს მილიონობით დოლარს უხდიდნენ, ახლა კი მხოლოდ 100 000 დოლარს", - განუცხადა უცნობმა წყარომ გამოცემა Page Six-ს.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს